ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ ფეხბურთელს შოთა კაშიას ლავიწის ძვლის ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ თბილისის ტრავმატოლოგიური კლინიკის ექიმმა ბუბა შალაბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
„პაციენტმა მიიღო ტრავმა, ჩვენთან დაუდგინდა მარჯვენა ლავიწის ძვლის სამხრე ბოლოს მოტეხილობა და ჩაუტარდა ოპერაცია, ლავიწის ძვლის ოსტეოსინთეზი. ოპერაცია მალე დამთავრდება, ყველაფერმა ჩაიარა ნორმალურად. სიცოცხლისთვის საშიში ნამდვილად არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ პაციენტი არის სპორტსმენი, დასჭირდება ალბათ გარკვეულწილად რეაბილიტაცია“,-განაცხდა შალამბერიძემ.
საფეხბურთო კლუბ „საჩხერის ჩიხურას“ მიკროავტობუსი ხაშურთან, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა. კლუბის ფეხბურთელები გასვლითი მატჩიდან სახლში ბრუნდებოდნენ. დაშავებულია „საჩხერის ჩიხურას“კაპიტანი შოთა კაშია.
კომენტარები