საქართველოს მასშტაბით არსებული 3644 საარჩევნო უბნიდან ცესკო-მ 3528+9 უბნის მონაცემები უკვე გამოაქვეყნა. ამ მონაცემების მიხედვით, “ქართული ოცნება” 55%-ით ლიდერობს.
კერძოდ, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 811 682 (55.66 %); „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 248 615 (17.05 %);
„ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – 153 264(10.51 %); „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 95 212(6.53 %);
21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
კომენტარები