ჩინეთის ფასიანი ქაღალდების სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე ლიუ შიუი 6 ყოფილ მაღალჩინოსანს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ჩინოსნებს ქვეყნის ლიდერის სი ძინპინის გადაყენება და სახლემწიფო მართვის სადავეების ხელში ჩაგდება სურდათ. ინფორმაციას BBCავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს მაღალჩინოსნები ძინპინის ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში დააკავეს. ლიუ შიუის განცხადებით, სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მინისტრი ჩოუ იუნკანა, რომელსაც 2015 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ბრალდებულებს შორის ასევე არიან: ჩინეთის კომპარტიის ქვეშ არსებული ჩუნცინის სამრეწველო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ბო სილაი (მას 2013 წელს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა) და პარტიის პოლიტბიუროს ყოფილი წევრი, რომელიც ამ წლის ივლისში დააკავეს.
ჩინეთში ანტიკორუფციული კამპანია სი ძინპინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო და სამი წლის განმავლობაში კორუფციის ბრალდებით მილიონამდე ჩინელი მაღალჩინოსანი გაასამართლეს.
კომენტარები