NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»ირაკლი კობახიძე: „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

ირაკლი კობახიძე: „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

22 ოქტ 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 753 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნება – დემორკატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს გამარჯვებას ულოცავს და მომავალ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.

 

როგორც მან პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარდა, რაც მმართველი გუნდის უმთავრესი მიზანი იყო.

 

„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა სამართლიანი და მშვიდი არჩევნების უზრუნველყოფაში. განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადო, რა თქმა უნდა, ამომრჩეველს განსაკუთრებული აქტიურობისთვის. ქვეყნის მასშტაბით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა და მინდა ავღნიშნო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. წინასწარი მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მეორე ტური მხოლოდ ხუთ მუნიციპალიტეტში შედგება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, საკრებულოებშიც „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და თითოეულ მუნიციპალურ წარმომადგენლობით ორგანოში შესაბამისი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი.

 

ირაკლი კობახიძე გამარჯვებას განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ულოცავს.

 

„ის ამ არჩევნების მთავარი გმირი იყო, რომელმაც თბილისის მერის პოსტზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ვულოცავ კახა კალაძეს ამ დამაჯერებელ და ღირსეულ გამარჯვებას“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კობახიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა განახლდება, რადგანაც როგორც მერის პოსტზე, ასევე, საკრებულოს წევრად ბევრი ახალი კანდიდატი იყო წარდგენილი.

 

„მინდა წარმატება ვუსურვო ხალხის მიერ არჩეულ მერებსა და საკრებულოს წევრებს თავიანთ საქმიანობაში. როგორც საარჩევნო შტაბის წევრი, მინდა მადლობა გადავუხდი შტაბის თითოეულ წევრს, თითოეულ აქტივისტს მათი წვლილისთვის. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თავისი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფაში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.

კომენტარები

არჩევნები არჩევნები 2017 ირაკლი კობახიძე კახი კალაძე ქართული ოცნება 2017-10-22
Tags არჩევნები არჩევნები 2017 ირაკლი კობახიძე კახი კალაძე ქართული ოცნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქუთაისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

შემდეგი სტატია

შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

მსგავსი სტატიები

არსებული ინფორმაციით, პირი, რომელიც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე საკუთარი საცხოვრებელი სახლი გააქირავა, დუისის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება

არსებული ინფორმაციით, პირი, რომელიც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე საკუთარი საცხოვრებელი სახლი გააქირავა, დუისის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება

22 ნოე 2017

დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს მეტსახელად „რაკეტის კაცი“ უწოდა

17 სექ 2017
“საპატრიარქოდან დაიბლოკა შეწყალების საკითხი”

“საპატრიარქოდან დაიბლოკა შეწყალების საკითხი”

18 თებ 2019

უახლესი ამბები

  • „სასამართლოს გუშაგი“: სასამართლო სისტემაში რეკორდულად დაბალი კონკურენციაა – მოსამართლის 76 ვაკანტურ ადგილზე 20-ზე ნაკლები კანდიდატია

    „სასამართლოს გუშაგი“: სასამართლო სისტემაში რეკორდულად დაბალი კონკურენციაა – მოსამართლის 76 ვაკანტურ ადგილზე 20-ზე ნაკლები კანდიდატია

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge