„ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ არჩევნები მძიმე დარღვევების ფონზე მიმდინარობს. პარტიის წარმომადგენლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრას მოითხოვენ. ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, ცესკო არ ახდენს რეაგირებას დარღვევებზე. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისში 100 საჩივარი, საქართველოს მასშტაბით კი 200-ზე მეტი საჩივარი ფიქსირდება.
„არჩევნები ამ ეტაპზე მიმდინარეობს მძიმე დარღვევების ფონზე, ჩვენი პარტიის მხირდან შეტანილია მხოლოდ თბილისში 100-ზე მეტი საჩივარი, საქართველოს მასშტაბით შეტანილია 200 საჩივარზე მეტი და საჩივრების რაოდენობა მატულობს. მთავარი დარღვევა, რომელიც აღმოვაჩინეთ და გავაჟღერეთ ის არის, რომ „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები დგანან რეგისტრაციის მაგიდის უკან და აღრიცხავენ, უკანონოდ ახდენენ ამომრჩევლის იდენტიფიცირებას, იმ მიზნით, რომ შემდეგ ის ამომრჩეველი, რომლებიც მათ წინასწარ ჰყავდათ შეთანხმებული და დაბევებული, მიიყვანონ საარჩევნო უბანზე და მიაცემინონ ხმა იძულებით. ეს განცხადება ჯერ კიდევ ერთი საათის წინ გაკეთდა, თუმცა ამაზე ქალბატონ თამარ ჟვანიას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. ჩვენ ვაპირებთ მივიდეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, და ამაზე მოვითხოვოთ პასუხი”, – განაცხადა ბიბილაშვილმა.
კომენტარები