NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»საია: ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა

საია: ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა

21 ოქტ 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 516 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საია-ს ინფორმაციით, დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა ამ დროისთვის  ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში.

„უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდება არჩევნებს, გაიხსნა დროულად. ამ დროისთვის დაფიქსირდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის რამდენიმე შემთხვევა და ასევე ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის არაერთი შემთხვევა, ძირითადად თბილისში.

ჩვენი დამკვირვებლების ინფორმაციით, სავარაუდოდ ადგილი აქვს ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის განხორციელებას შემდეგი ფორმით: რეგისტრატორების გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებლის გვერდით დგანან საარჩევნო სიბუექტების „ქართული ოცნება“ და „მემარცხენე ალიანსის“ ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალი სიტყვის“ წარმომადგენლები და თავიანთ ბლოკნოტებში ან სპეციალურ ფორმებში ინიშნავენ უბანზე მოსული ამომრჩევლის მონაცემებს, სავარაუდოდ მათ ვინაობას და რიგით ნომერს ამომრჩეწველთა სიაში.

აღნიშნული ფატები ადასტურებს ინფორმაციას, რომელიც საია-ს კენჭისყრის დღემდე, რამდენიმე დღით ადრე მიაწოდეს, რომ იგეგმებოდა მსგავსი ფორმებით იგეგმებოდა ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის განხორციელება. ამ დროისთვის მგავს ფაქტებს ადგილი ჰქონდა შემდეგ უბნებზე: დიდუბის N6 , ნაძალადევის N61, N70, N13, მთაწმინდის N4 უბანზე, კრწანისის N19, დიდუბის N35 და N36 უბნებზე. ჩვენი დამკვირვებლების მიერ შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ, კონტროლი განხორციელება ცალკეულ შემთხვევებში შეჩერდა. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ფაქტები მკაცრად გაკონტროლდეს როგორც უბნის თავმჯდომარეების, ასევე ზემდგომი საარჩევნო კომისიების მხრიდან და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მოხდეს შესაბამისი რეაგირება“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

საია-ს ინფორმაციით, ასევე ადგილი ნაძალადევის N19 უბანზე ადგილი ჰქონდა არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემას, როდესაც პირველი ამომრჩეველი მართვის მოწმობით იქნა უბანზე დაშვებული. მისი მონაცემები საკონტროლო ფურცელში შეიყვანეს. შეჩერდა კენჭისყრის პროცესი და საოლქო საარჩევნო კომისიიდან მოითხოვეს ახალი საკონტოლო ფურცლის მიწოდება. აღნიშნულ დარღვევაზე საია-მ დაწერა საჩივარი.

გარდა ამისა, გლდანში #113-ე სპეც უბანზე დილით 7:00 საათზე არ უშვებდნენ საია-ს დამკვირვებელს. მას განუმარტეს, რომ ციხისთვის მიწოდებულ სიაში არ იყო მისი მონაცემები და ამიტომ ვერ შეუშვებდნენ, თუმცა მოგვიანებით დამკვირვებელი შეუშვეს. ხელვაჩაურში N16-ე უბანზე კი საია-ს დამკვირვებელს არ უშვებდნენ იმ არგუმენტით, რომ წილისყრის პროცედურა უნდა ჩატარებულიყო.

უბნის დაგვიანებით გახსნის ფაქტი დაფიქსირდა, საია-ს მონაცემებით, გორის 90-ე უბანზე. თავმჯდომარე უბანზე 20 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა; დაგვიანებით გაიხსნა ასევ ბათუმის N38-ე საარჩევნო უბანი და ნაძალადევის N49-ე საარჩევნო უბანი.

საია ასევე საუბრობს წილისყრის პროცედურების დარღვევებზე და გადასატანი ყუთის სიასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„ნაძალადევის Nმე-14 უბანზე გადასატანი ყუთის წილისყრაში უარი განაცხადეს „ევროპული საქართველოს“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კომისიებმა დანიშნულმა წევრებმა. ნაძალადევის N4 უბანზე წილისყრის შემდეგ მოხდა პოზიციების თვითნებურად გადაცვლა კომისიის წევრებს შორის. მთაწმინდის N19 უბანზე უბანზე გამოცხადდა 3 ადამიანი, რომელიც აპროტესტებდა, რატომ არ იყო შეტანილი მათი ოჯახის იმ წევრების მონაცემები გადასატანი ყუთის სიაში, რომლებიც არჩევნების დღეს ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდებოდნენ საარჩევნო უბანზე. ისინი განმარტავდნენ, რომ აღნიშნულის თაობაზე განცხადებები რეგისტრაციაში გაატარეს როგორც საუბნო, ასევე ცესკო-ში“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

საია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს თბილისსა და 9 რეგიონში დააკვირდება. სტატიკური დამკვირვებლები განთავსდებიან საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტ საარჩევნო უბანში. 46 საარჩევნო ოლქში 150 მობილური ჯგუფის მეშვეობით შევძლებთ პრობლემატურ უბნებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების დაკვირვებას.

კომენტარები

NACVLIsVILI sENIsVNA ამომრჩეწვნის ნებაზე კონტროლი საია 2017-10-21
Tags NACVLIsVILI sENIsVNA ამომრჩეწვნის ნებაზე კონტროლი საია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

შემდეგი სტატია

„ქართული ოცნების“ კოორდინატორები აიძულებენ ამომრჩევლებს, რომ ხმა მისცენ მათთვის სასურველ კანდიდატს

მსგავსი სტატიები

გიორგი სანაიას ძმა, ვახო სანაია პროკურატურაში დაიბარეს

გიორგი სანაიას ძმა, ვახო სანაია პროკურატურაში დაიბარეს

სოსო ელისაშვილი 07 მარ 2018
თბილისის მერმა ურბანული განვითარების სამსახურის უფროსად ვახტანგ ჯოხაძის კანდიდატურა წარადგინა

თბილისის მერმა ურბანული განვითარების სამსახურის უფროსად ვახტანგ ჯოხაძის კანდიდატურა წარადგინა

15 თებ 2018
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს

სოსო ელისაშვილი 09 მაი 2019

უახლესი ამბები

  • “იღბლიანი რიგი მაქვს  – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

    “იღბლიანი რიგი მაქვს – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

  • თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

    თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

  • გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

    გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

  • 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

    18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

  • ინაუგურაციამდე აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე დაცვის უპრეცენდენტო ზომებს იღებენ

    ინაუგურაციამდე აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე დაცვის უპრეცენდენტო ზომებს იღებენ

  • თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

    თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

  • სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

    სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

  • ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

    ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

  • ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

    ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge