მისი სახელია რომი შნაიდერი და მისი ცხოვრების ისტორია ლამაზ, მაგრამ სევდიან და ტრაგიკულ ზღაპარს გვაგონებს ულამაზეს პრინცესაზე. ის იყო ქალი, რომელმაც ერთდროულად მოაჯადოვა ავსტრიაც და საფრანგეთიც. არადა, ძალიან დიდი იშვიათობაა, რომ ეს ორი, აბსოლუტურად განსხვავებული კულტურის მიმდევარი ქვეყანა, რაიმეზე შეთანხმდეს. რომი შნაიდერს კი ორივე ქვეყანა თავის კუმირად მიიჩნევს. საფრანგეთში დღემდე XX საუკუნის ყველაზე გამოჩენილ მსახიობად მიიჩნევენ მას, ხოლო ავსტრიაში “მშვენიერ ლეგენდას” უწოდებენ.
ალენ დელონს თავის ცხოვრების მანძილზე ბევრი ქალი ჰყვარებია. უფრო მეტს თვითონ დელონი უყვარდა, მაგრამ წლების განმავლობაში ის მხოლოდ ერთადერთ სიყვარულს აფასებდა. ეს იყო რომი შნაიდერი. კითხვაზე, რა არის სიყვარული, ალენ დელონი პასუხობდა “რომი”.
დღეს წარმოგიდგენთ რომი შნაიდერის უცნობ ფოტოებს
კომენტარები