საარჩევნო პროცესის დასრულებამდე ერთი საათით ადრე, არჩილ თალაკვაძემ მორიგი ბრიფინგი არჩილ თალაკვაძემ გამართა. მან მხარდამჭერებს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
„შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო დღემ პრაქტიკულად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. თქვენ კიდევ ერთი საათი გრჩებათ, რომ ჩვენ საერთო გამარჯვებაში თქვენი წვლილი შეიტანოთ და მხარი დაუჭიროთ სიცოცხლით სავსე ქალაქს, ძლიერ საქართველოს და ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ჩვენ წინასწარი მონაცემებით ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა. ამიტომ, ბუნებრივია, გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი მხარდამჭერები მაქსიმალურად მოსულიყვნენ.
ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდით საარჩევნო პროცესს, ჩვენი მხარდამჭერების აქტივობას, ეს არაერთმა მედიასაშუალებამ გააშუქა, რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები რამდენმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი თბილისსა და რეგიონებში.
თუმცა მინდა ხაზგასმით ვთქვა, საბოლოო შედეგები ჩვენთვის არის ის მაჩვენებლები, რომელსაც ცენტრალური საარჩევნოი კომისია გამოაქვეყნებს, მხოლოდ ეს არის ერთადერთი უტყუარი დასტური, თუ ვის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი საზოგადოებამ“,- განაცხადა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძემ ასევე წინასწარ მონაცემებზე ისაუბრა.
„ჩვენთვის გამარჯვება ნიშნავს მომენტს, როდესაც არჩევნების შესახებ მონაცემები ოფიციალურად გახდება ცნობილი და გავიგებთ ხალხის და ამომრჩევლის საბოლოო შეფასებებს. ამ მომენტამდე წინასწარი განცხადებების გაკეთებას არ ვაპირებთ“- აღნიშნა თალაკვაძემ.
კომენტარები