NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„რამდენიმე საარჩევნო უბანზე სხვადასხვა პირების უკანონოდ ყოფნის ფაქტი ფიქსირდება“

„რამდენიმე საარჩევნო უბანზე სხვადასხვა პირების უკანონოდ ყოფნის ფაქტი ფიქსირდება“

21 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 576 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით რამდენიმე საარჩევნო უბანზე, მათ შორის ქუთაისის 59-ე ოლქის N125 საარჩევნო უბანზე, სხვადასხვა პირების უკანონოდ ყოფნის ფაქტი ფიქსირდება.

მისი თქმით, საუბარია შპს „პრეს მედიის“ წარმომადგენლებზე, რომლებიც ბეჯებით იმყოფებიან საარჩევნო უბნებზე, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბაზაში გადამოწმების შედეგად, ირკვევა, რომ ეს პირები არ არიან დარეგისტრირებულები, როგორც დამკვირვებლები.

„აღნიშნული პირები წარმოდგენილი არიან გაყალბებული მოწმობებით და ამგვარად ცდილობენ საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლას. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს პიროვნებები წარმოადგენენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს. ჟურნალისტებს და დამკვირვებლებს ვთხოვთ გადაამოწმონ ეს ინფორმაცია. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ წარვმართოთ დღევანდელი დღე და დღევანდელი პროცესი კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დღევანდელმა დღემ ჩაიაროს მშვიდ საარჩევნო გარემოში, კანონის მოთხოვნების დაცვით და მინიმალური დარღვევებით“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პირებმა, რომლებიც კანონდარღვევით იმყოფებიან საარჩევნო უბანზე, დატოვონ აღნიშნული უბანი, ასევე, შესაბამისი რეაგირება მოახდინონ სახელმწიფო უწყებებმა, კერძოდ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე რაიმე სხვა სახის დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება და არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

„ქართული ოცნების“ წევრმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.

კომენტარები

ბრიფინგი თამარ ჩუგოშვილი 2017-10-21
Tags ბრიფინგი თამარ ჩუგოშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს

შემდეგი სტატია

12 საათის მონაცემებით ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობა 13%-ია

მსგავსი სტატიები

ზოგიერთმა დეპუტატმა, რომელიც ამბობს, თითქოს არ უნდა პარლამენტში შესვლა, საფინანსო დეპარტამენტს მიმართა და ხელფასის ჩარიცხვა მოითხოვა

ზოგიერთმა დეპუტატმა, რომელიც ამბობს, თითქოს არ უნდა პარლამენტში შესვლა, საფინანსო დეპარტამენტს მიმართა და ხელფასის ჩარიცხვა მოითხოვა

ირაკლი შალიკაშვილი 30 დეკ 2020
მოსამართლეთა სია – „ევროპული საქართველო“ პარლამენტს რეზოლუციის მიღებას სთხოვს

მოსამართლეთა სია – „ევროპული საქართველო“ პარლამენტს რეზოლუციის მიღებას სთხოვს

16 იან 2019

„აშშ-ს მთავრობას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობის დიდი ისტორია აქვს“

სოსო ელისაშვილი 05 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ჯო ბაიდენმა “ინფლაციის შემცირების აქტს” მოაწერა ხელი – რას ითვალისწინებს ახალი კანონი

    ჯო ბაიდენმა “ინფლაციის შემცირების აქტს” მოაწერა ხელი – რას ითვალისწინებს ახალი კანონი

  • აშშ „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინულ ხორბალს შეისყიდის

    აშშ „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინულ ხორბალს შეისყიდის

  • ცეცხლი, ვარსკვლავი, ფენომენი – რას წერენ იტალიელი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიაზე სადებიუტო მატჩის შემდეგ

    ცეცხლი, ვარსკვლავი, ფენომენი – რას წერენ იტალიელი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიაზე სადებიუტო მატჩის შემდეგ

  • ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა

    ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა

  • ანტონიო გუტერეში ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

    ანტონიო გუტერეში ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

  • “პო­ლი­ტი­კუ­რი უტიფ­რო­ბაა, როცა ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ომით და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ჩა­დი­ხართ მი­ლან­ში ნა­ყი­დი პალ­ტო­ე­ბით, პი­ჯა­კე­ბით”

    “პო­ლი­ტი­კუ­რი უტიფ­რო­ბაა, როცა ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ომით და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ჩა­დი­ხართ მი­ლან­ში ნა­ყი­დი პალ­ტო­ე­ბით, პი­ჯა­კე­ბით”

  • ვლადიმერ პუტინი: დასავლეთის ქვეყნები სასოწარკვეთილად მიჯაჭვულნი არიან გაქრობაში მყოფ საკუთარ ჰეგემონიაზე, მაგრამ ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი წარსულს ბარდება

    ვლადიმერ პუტინი: დასავლეთის ქვეყნები სასოწარკვეთილად მიჯაჭვულნი არიან გაქრობაში მყოფ საკუთარ ჰეგემონიაზე, მაგრამ ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი წარსულს ბარდება

  • ბანკირმა და მოსკოვის საკულტო კლუბის Soho Rooms-ის თანამფლობელმა დენ რაპოპორტმა თავი მოიკლა

    ბანკირმა და მოსკოვის საკულტო კლუბის Soho Rooms-ის თანამფლობელმა დენ რაპოპორტმა თავი მოიკლა

  • რუსეთმა ჩრდილოეთ უკრაინის ჟიტომირის რეგიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

    რუსეთმა ჩრდილოეთ უკრაინის ჟიტომირის რეგიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge