რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესახებ აცხადებს, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს “პატივი უნდა ვცეთ”. ამის შესახებ ვიდეოს BBC ავრცელებს.
“ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს ერთმანეთისადმი თქმული კომპლიმენტების დიდი ისტორია აქვთ”, – წერს BBC.
პუტინის თქმით, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა ის დონალდ ტრამპის პოლიტიკას, ტრამპი ამერიკელმა ხალხმა აირჩია და თუნდაც მხოლოდ ამის გამოა ის პატივსაცემი.
რაც შეეხება ტრამპის “არაპროგნოზირებად” ხასიათს, ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტს არც ამის გამო აკრიტიკებს. პუტინის მოსაზრებით, ტრამპის “არაპროგნოზირებადობის” მიზეზი ქვეყნის შიგნით (აშშ-ში) მისდამი კრიტიკული დამოკიდებულებაა. “მას, პრაქტიკულად, არცერთი იდეის განხორციელების საშუალებას არ აძლევენ”, – ამბობს პუტინი და ამის მაგალითად ტრამპის ჯანდაცვის რეფორმასა და საიმიგრაციო პოლიტიკას ასახელებს.
კომენტარები