საარჩევნო პროცესი შეაფასა თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა. ელისაშვილის განცხადებით, პროცესი მიმდინარეობს ძალიან მძიმედ. მისივე თქმით, ხდება ამომრჩევლებზე ზეწოლა.
„საარჩევნო პროცესი ძალიან მძიმედ მიმდიანრეობს, ცოტა ხნის წინ ერთერთი საარჩევნო უბანი ზეწოლის შედეგად დაატოვებინეს ჩვენ ერთ დამკვირვებელს. რამდენიმე უბანზე არის კიდევ ზეწოლა, 5 საარჩევნო უბანზე დავაფიქსირეთ კარუსელი, შესაბამისი საჩივრები დაწერილი გვაქვს და გადაგზავნილია საოლქოშიც, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც, პირდაპირ ხორციელდება ზეწოლა ამომრჩევლებზე, კომისიის წევრები რეკავენ უბნიდან ამომრჩევლებთან და აიძულებენ, რომ მივიდნენ, თავზე ადგანან ამომრჩეველს და იწერენ პირად ნომრებს, გარეთ არის მობილიზებული ჯგუფები, კოორდინატორების და შავ ტანსაცმელში გამოწყობლი ადამიანების“,-განაცხადა ელისაშვილმა.
კომენტარები