NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»„პირველი ოქტომბრის ხმით დავიღრიალე“

„პირველი ოქტომბრის ხმით დავიღრიალე“

21 ოქტ 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 393 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იუსტიციის მინისტრმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. თეა წლუკიანმა საარჩევნო უბანთან მომხდარი იციდენტის შესახებ  სოციალურ ქსელში დაწერა.

„მე დღეს ჩემი არჩევანი გავაკეთე და, როგორც 2012 წელს, შემოვხაზე 41. ეს ის ძალაა, რომელიც ბევრს მუშაობს, ბევრს აშენებს, მათ შორის კანონებით, ბევრს აუმჯობესებს, ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას, გზას ხსნის ევროპისკენ და, მისდამი მრავალი მწვავე კრიტიკისა და დაუმსახურებელი აგრესიის მიუხედავად, ბოლომდე უზრუნველყოფს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მაღალ ხარისხს. დიახ, კვლავ არსებობს ბევრი პრობლემა, სოციალური პირველ რიგში, მაგრამ 41 ის ძალაა, ვინც ქვეყანაში რეფორმები გაატარა და ატარებს, მოსამართლე და პროკურორი პარტიისგან გაათავისუფლა, მოგვცა ევროპასთან უვიზო რეჟიმი,
და ჩვენს ქვეყანაში მინიმუმ 4 პროცენტიანი, ზოგიერთი ძლიერი სახელმწიფოსთვისაც წარმოუდგენელი, ეკონომიკური ზრდა უზრუნველყო. ჰოდა, ამიტომ.

ეს არჩევანი გავაკეთე და უბნიდან ქუჩაში ორ ქალბატონთან ერთად ბაასით გამოვედი თუ არა, წინ ამეტუზა, მოფერებით ვიტყვი, ნაცულიკების (ძველის თუ ძალით გაპატიოსნებულის, რა მნიშვნელობა აქვს) წარმომადგენელ/დამკვირვებელი გულზე დიდი „ბეჯით“. გამეცნო. ქალბატონი იმ გიორგი ცააძის და აღმოჩნდა, რომელმაც კორტებთან ვაზაგაშვილს ესროლა და თუ სწორად მახსოვს, უბრალოდ კი არ ესროლა, არამედ საკონტროლო დაახალა.

მან დაიყვირა: „უსინდისოებო, ნაძირლებო, რატომ გიზით ჩემი ძმა ციხეში?!“ და დაამატა: „თქვენ კი ის ქალი ხართ, რომელმაც ჩემი ძმის წინააღმდეგ იუსტიციის სახლთან მემორიალი დადგით“.

„მემორიალი დაიდგა და არ მოიხსნება, სანამ მე ვარ მინისტრი“ – მივუგე მშვიდად. ამ ნათქვამმა ის უბრალოდ კი არ გააღიზიანა, მან ძაგძაგით დაიწყო კივილი, ამბობდა, რომ ჩვენ (აქეთ ჩვენ) ვართ უსინდისოები, რადგან მისი უმწიკვლო ძმა არ უნდა იჯდეს ციხეში. შევეცადე მშვიდად ამეხსნა, რომ მოსამართლემ სხვაგვარად ჩათვალა და მისი ძმა ორივე ინსტანციამ დამნაშავედ ცნო.

ვამბობ ამას და ვხედავ, რომ ის ისევ „კივა“.

„ბიჭებს რომ ქუჩაში ხოცავდით, მაშინ რატომ არ ისმოდა თქვენი კივილი?“ – პირველი ოქტომბრის ხმით დავიღრიალე. და მორიგჯერ მივხვდი, რომ თავშეკავებას, მუდმივად ძველის გახსენების ნაცვლად მომავლისკენ მზერას, მოკრძალებას სახელად „საქმე ხომ ისედაც ჩანს“ და ამგვარ რამეებს, რასაც „ოცნება“ ქადაგებს, მგონი ჯერ კიდევ არ აქვს გასავალი.

რაკი ამ ყველაფერს ჯერ კიდევ არ აქვს გასავალი, მაშინ ასე ვიტყვი, ეს ხომ ჩემი პირადი გვერდია:

ერთი 1 ოქტომბერს დაგვაჭერით მე და ჩემიანებს 140 000 ამომრჩევლიან ურთულეს ნაძალადევში დიდი ხახვი, და ახლა დამოუკიდებელი მოსამართლის მიერ მოსჯილ დამსახურებულ სასჯელს რომ მოიხდით წლების მერე, მეორე დიდი ხახვი იქონიეთ თან, იუსტიციის სახლის წინ მემორიალთან დასაჭრელად გამოგადგებათ. ეს იცით სადაა? აი, იქ სადაც კორტები გაუჩეხეთ თბილისს, სადაც ახალგაზრდები ჩაცხრილეთ და სადაც მერე სანთლებს და ყვავილებს უნადგურებდით იურა ვაზაგაშვილს, შვილის სიკვდილის ადგილას რომ მიჰქონდა ყოველ დღე!

არა, დღეს თქვენ ხმა კვლავ არ უნდა მოგცეთ ხალხმა.

დღეს კორტებგაჩეხილი თბილისი კახიმ უნდა გადაიბაროს“,-წერს წულუკიანი.

კომენტარები

არჩევნები პირველი ოქტომბერი ცააძე წულუკიანი 2017-10-21
Tags არჩევნები პირველი ოქტომბერი ცააძე წულუკიანი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რესტორნებისა და კაფეების მენიუში თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ფლაერი გამოჩნდება

შემდეგი სტატია

„ოპოზიციური პარტიები ინსტრუქციას იძლევიან, რომ საარჩევნო უბნებზე რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს“

მსგავსი სტატიები

პენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილის ინტოქსიკაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს  

პენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილის ინტოქსიკაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს  

24 სექ 2018
„შემაშფოთებელია, რომ იგი არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ“

„შემაშფოთებელია, რომ იგი არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ“

09 იან 2018
ნებისმიერ დიქტატორთან ნებისმიერი დიპლომატი ჩნდება უსუსური

ნებისმიერ დიქტატორთან ნებისმიერი დიპლომატი ჩნდება უსუსური

ირაკლი შალიკაშვილი 03 დეკ 2020

უახლესი ამბები

  • მედია: მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ახალი იახტა შეიძინა. მსგავსი ახლო აღმოსავლეთში მეფეებსაც არ ჰყავთ

    მედია: მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ახალი იახტა შეიძინა. მსგავსი ახლო აღმოსავლეთში მეფეებსაც არ ჰყავთ

  • საბერძნეთი მოითხოვს თურქეთში მდებარე აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი დაუბრუნდეს

    საბერძნეთი მოითხოვს თურქეთში მდებარე აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი დაუბრუნდეს

  • კახა ქემოკლიძე: არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას!

    კახა ქემოკლიძე: არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას!

  • ბელა ჩეკურიშვილი: 2006 წელს ჩელინის სალიერა 50 მილიონ ევროდ შეფასდა. სალიერა კი დგას და საუკუნეებს მშვიდად ითვლის

    ბელა ჩეკურიშვილი: 2006 წელს ჩელინის სალიერა 50 მილიონ ევროდ შეფასდა. სალიერა კი დგას და საუკუნეებს მშვიდად ითვლის

  • გიორგი ქადაგიძე: …ამ ვითარებაში ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წელი (წლები) გველის, ძალიან რთული

    გიორგი ქადაგიძე: …ამ ვითარებაში ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წელი (წლები) გველის, ძალიან რთული

  • “საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი და არა ესკალაცია და დაპირისპირება”

    “საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი და არა ესკალაცია და დაპირისპირება”

  • სერგო ჩიხლაძე – განაში ვაქცინა მიიღეს, მანამდე იყო რუანდა – კი ბატონო, არ ვედრებით ისრაელს და ბრიტანეთს, მაგრამ განასაც აღარ შევედაროთ?!

    სერგო ჩიხლაძე – განაში ვაქცინა მიიღეს, მანამდე იყო რუანდა – კი ბატონო, არ ვედრებით ისრაელს და ბრიტანეთს, მაგრამ განასაც აღარ შევედაროთ?!

  • დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

    დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

  • გელა ჩარკვიანი: ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს

    გელა ჩარკვიანი: ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს

  • ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3198 ლარი გახდა

    ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3198 ლარი გახდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge