„ლეიბორისტული პარტიის“ მერობის კანდიდატმა გიორგი გუგავამ საგანგებოდ მიმართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას და მოითხოვა მისგან, არ ითანამშრომლოს მმართველ პარტიასთან და არ გააყალბოს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
„ცნობილი გამყალბებელი ქალბატონი თამარ ჟვანია მთელი წინასაარცევნო პროცესი და დღესაც აქტიურ კოორდინაციაში იმყოფება ოცნების ცენტრალურ შტაბთან, იღებს მათგან სპეციალურ ინსტურქციებს, ამუშავებენ ერთად გაყალბების სქემებს, ოცნების ე.წ კოორდინატორები ფაროსანებივით არიან შესეული საარჩევნო კომისიებს და ცდილობენ არჩევნების შედეგების გაყალბებას. ოფშორულ ზონებში დაწყებულია ტანხების გადარიცხვა და მას პირდებიან, რომ თუ მათთვის სასურველ გაყალბებულ შედეგებს დააყენებს 10 მილიონს გადაურიცხავენ ოფშორულ ზონებში“- განაცხადა გუგავამ.
კომენტარები