NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ოპოზიციური პარტიები ინსტრუქციას იძლევიან, რომ საარჩევნო უბნებზე რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს“

„ოპოზიციური პარტიები ინსტრუქციას იძლევიან, რომ საარჩევნო უბნებზე რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს“

21 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 599 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ოპოზიციური პარტიები საკუთარ წარმომადგენლებს ინსტრუქციას აძლევენ, რომ საარჩევნო უბნებზე რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ, პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია, პარტიამ არა ერთი საარჩევნო უბნიდან მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპონენტები, საჩივართა რაოდენობით, ამომრჩეველთა განწყობაზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ.

„მიუხედავად ამისა, მსგავსი ფაქტები არჩევნებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს, არჩევნები დილიდან თავისუფალ და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. წინასწარი კვლევებით, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის დიდი მხარადაჭერა აქვს და ის, რომ გაყალბება არც ერთ უბანზე არ იქნას დაშვებული, პირველი რიგში ჩვენს იტერესებში შედის“, – აღნიშნა მან.

თალაკვაძემ მხარდამჭერებსა და ამომრჩეველებს მოუწოდა, საარჩევნო პროცესში მონაწილეობა მიიღონ და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი.

რაც შეეხება განცხადებებს ამომრჩეველთა აქტივობის აღრიცხვასთან დაკავშირებით, თალაკვაძის განმარტებით, ამომრჩეველთა აქტივობის აღრიცხვა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის საორგანიზაციო საქმიანობაა, სიები არის ღია და აღრიცხვის წარმოება ნებისმიერ აქტივისტს საკუთარი სურვილის მიხედვით შეუძლია.

„ეს კეთდება საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით, რაც კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია“, – განაცხადა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

არჩილ თალაკვაძე ბრიფინგი 2017-10-21
Tags არჩილ თალაკვაძე ბრიფინგი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„პირველი ოქტომბრის ხმით დავიღრიალე“

შემდეგი სტატია

ISFED: ტენდენციის სახე აქვს სამაგიდო საარჩევნო სიებიდან ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვის ფაქტებს

მსგავსი სტატიები

საარჩევნო რეფორმებზე მიღწეულია ფართო კონსენსუსი

საარჩევნო რეფორმებზე მიღწეულია ფართო კონსენსუსი

ირაკლი შალიკაშვილი 20 მაი 2021
მიხეილ სააკაშვილი: თუ ჩვენ ამ მთავრობას არ ჩამოვაგდებთ, ეს თაობა სამუდამოდ დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში

მიხეილ სააკაშვილი: თუ ჩვენ ამ მთავრობას არ ჩამოვაგდებთ, ეს თაობა სამუდამოდ დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში

ნინო ჩხეიძე 28 მარ 2022
ალეკო ელისაშვილის შტაბის ხელმძღვანელი გამოკითხვაზე იმყოფება

ალეკო ელისაშვილის შტაბის ხელმძღვანელი გამოკითხვაზე იმყოფება

29 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

    ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

  • დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

    დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

  • მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

    მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

    ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge