საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით , უკრაინა, ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსგან მალე გათავისუფლდება. ამის შესახებ მან ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.
“უკრაინა პოროშენკოსგან ძალიან მალე გათავისუფლდება და კარგად უნდა მოვემზადოთ რეალური და სწრაფი ცვლილებებისათვის. ამ სამზადისისათვის ყველას გიწვევთ უმაღლეს რადასთან, რეალური რეფორმების მოედანზე”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
კომენტარები