საკუთარი არჩევანი საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საბურთალოს მეოთხე ოლქის N24 საარჩევნო უბანზე გააკეთა. პრემიერი საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. კვირიკაშვილის განცხადებით, მან ხმა მისცა კიდევ უფრო უკეთეს თბილისს.
„მე ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება; სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია; სადაც მწვანე ზონებია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფლად ისუნთქონ; სადაც განათლების სისტემა მოწესრიგებულია და სადაც არის ძალიან მაღალი ეკონომიკური დინამიკა; სადაც მეწარმეებს უხარიათ ბიზნესის წამოწყება და სადაც ძალიან ბევრი სიცოცხლე ჩქეფს.
მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.
კომენტარები