ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, დილის 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 6.74% შეადგინა. 10:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა 231 736 ამომრჩეველმა მიიღო.
ამასთან, ამ დროისთვის ყველაზე მაღალი აქტივობაა ასპინძასა და მესტიაში; კერძოდ, ასპინძაში აქტივობამ 11.8% შეადგინა, მესტიაში – 12.4%.
ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია.
კომენტარები