„ქართული ოცნების- დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა. კალაძე მხარდამჭერებს და თანამებრძოლებს მადლობას უხდის და მათ კიდევ ერთხელ მოუწოდებს არჩევნებში აქტიურობისკენ.
„არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ და თავისუფალ გარემოში. გამარჯვებამდე სულ რამდენიმე საათი დარჩა და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო, ვთხოვო ჩემს მხარდამჭერებს – გააქტიურდით, მობრძანდით, დააფიქსირეთ თქვენი საზოგადოებრივი ვალი და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და დავიწყებთ სიცოცხლით სავსე ქალაქის შენებას. გამარჯვებამდე დარჩა რამდენიმე საათი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რაც მთავარია თბილისი გაიმარჯვებს“- განაცხადა კალაძემ.
კომენტარები