თბილისი – ბლოკჩეინ ეკონომიკის ცენტრი – ამ სახელწოდებით, „ერთობა ახალი საქართველოს“ წევრებმა კონფერენცია გამართეს.
სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ ღონისძიებას, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
კონფერენციის მიზანია, საქართველოს ბლოკჩეინ საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა და მიმართულებით დაინტერესებული ადამიანების გამოვლენა.
ღონიძიებაზე „ერთობა ახალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, საჯარო სექტორში ბლოკჩეინ ტექნოლოგიერბის გამოყენების მნიშვენობასა და უპირატესობაზე ისაუბრა. გიორგი ვაშაძის განცხადებით მსგავსი სახის სერვისების დანერგვა მაქსიმალურად შეამცირებს ბიუროკრატიასა და პროცესებს გახდის გამჭვირვალეს.
„ინტერნეტი 90 -იან წლებში ძალიან ბევრმა არ იცოდა რა იყო, მაგრამ დღეს ყველამ იცის მიუხდავად იმისა, რომ არ იციან მისი მექნაიზმი , მაგრამ ყველა ვიყებენებთ. ზუსტად ეს არის ბლოქჩეინი , ეს არის მომავალი ნებისმიერი ქვეყნის. ჩვენ გვინდა ვიყოთ ამ მომავლითვის მზად და დიდი ნახტომი გავაკეთოთ განვითარებაში. ჩვენ გვავქს ორი ალტერნატივა ან ვხვდებით ბლოქჩეინ ეკონომიკის ცენტრი და მივიწევთ იქეთ საითაც მიიწევს თანამედროვე სამყარო ან გავუშვებთ ამ შანსაც ხელიდან და ვიქნებით მუდმივათ გაჭირვებაში და პრობლემებში, ეს არის მექანიზმი, რომელიც კლავს შუამავლებს და ამცირებს ტრანზაქციულ დანახარჯებს. თუ ჩვენ გვინდა სწრაფი განვითარება, თუ ჩვენ გვინდა ინვესტიციების მოზიდვა, თუ ჩვენ გვინდა სამუშაო ადგილები, თუ ჩვენ გვინდა ერთხელ და სამუდამო დავამარცხოთ გაჭირვება ჩვენ უნდა ვისწრაფოიდეთ იქეთ საითაც ისწრაფვის განვითარებული სამყარო და არა ვიყოთ მუდმივად მდევრის და მაჩანჩალას როლში“,- განაცხადა გიროგი ვაშაძემ.
კომენტარები