უკრაინის პრეზიდენტსა და შინაგან საქმეთა მინისტრს “ურთიერთობა დაეძაბათ”, ამის შესახებ “Украинская правда” წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, 17 ოქტომბერს პეტრო პოროშენკომ თავისთან იხმო არსენი ავაკოვი და პოლიციის ხელმძღვანელობა. პრეზიდენტი გაღიზიანებული იყო მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრეების მიერ გრუშევსკის ქუჩაზე კარვების გაშლის გამო და ამაში ავაკოვი დაადანაშაულა.
თავად ავაკოვმა განაცხადა, რომ სისხლიან დაპირისპირებასა და “კარვების ქალაქს” შორის, არჩევანი ამ უკანასკნელზე გააკეთა.
გავრცელებული ინფორმაციით, 19 ოქტომბერს ავაკოვი კვლავ შეხვდა პოროშენკოს, თუმცა შეხვედრის დეტალები უცნობია.
ხუთშაბათს, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა განაცხადეს, რომ სააკაშვილის პარტია, “ახალი ძალების მოძრაობა”, აგრძელებს საპროტესტო აქციებს, ხოლო სხვა პოლიტიკური ძალები მიტინგებს ეთიშებიან.
კომენტარები