Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია წელს მესამედ, რუსთაველის თეატრში, დეკემბრის დასაწყისში გაიმართება და ტრადიციულად, 20 განსხვავებულ ნომინაციაში გამოავლენს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის წლის საუკეთესო კომპანიებს.
2017 წლის ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტში სულ მონაწილეობას იღებს საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის 270 წარმომადგენელი, საქართველოს ყველა რეგიონიდან: სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურ ოპერატორები, ღონისძიებები და ფესტივალები, რესტორნები, კაფეები, ღვინის კომპანიები, მოგზაური ფოტოგრაფები და სხვები… თითოეული მათგანი ინდივიდუალურად შეაფასა დაჯილდოების დამოუკიდებელმა და პროფესიონალურმა ჟიურიმ. ამ ეტაპზე კი დაჯილდობის დამოუკიდებელი აუდიტორი ბიდიო საქართველო ახდენს ჟიურის შეფასების დათვლას თითოეული ნომინანტისთვის, რის შედეგადაც გამოავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში.
Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია 2015 წლიდან ტარდება საქარველოში და იგი საუკეთესო საშუალებაა ერთად შეიკრიბოს სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, რათა ერთად აღნიშნონ ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მომუშავე კომპანიების ღირსეული წარმატება.
პროექტის თანაორგანიზატორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მხარდამჭერები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და თბილისის მერია.
[R]
კომენტარები