NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გიორგი მარგველაშვილი NDI-ს წარმომადგენლებს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი NDI-ს წარმომადგენლებს შეხვდა

20 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 799 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სადამკვირვებლო მისიას საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ გამოჩენილი ინტერესისათვის და აღნიშნა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დემოკრატიის სავარჯიშოს განხორციელებისას, როგორიც თვითმმართველობის არჩევნებია, NDI ყოველთვის უერთდება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გაძლიერების ძალისხმევას.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის არჩევნებზე დაკვირვებას საქართველო აღიქვამს, როგორც მეგობრების დახმარებას, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში მეთოდების და გზების დახვეწაზე ზრუნავენ.

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძემ ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო შეაფასა.
კახა კოჟორიძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილებოდა და შეფასდა მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაში მომხდარი დარღვევები და პოზიტიური ტენდენციები. მთლიანობაში, კი მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. “კარგია, რომ დებატები შედგა და იყო მეტნაკლებად შინაარსობრივი განხილვები, თუმცა ცხადია პრობლემები რჩება. ძალიან დიდი პრობლემაა უთანაბრობა პარტიებს შორის დაფინანსების თვალსაზრისით. ასევე პრობლემაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მათ შორის, იმ ფორმით, როდესაც შესაძლოა, ადამიანები იძულებულნი ხდებოდნენ ფიზიკური არსებობისთვის აუცილებელი ხელფასის დაკარგვის შიშით შეესრულებინათ გარკვეული პარტიული დავალებები, იცით რომ ასეთი ფაქტების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია და ამას გამოძიება სჭირდება”, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

ცნობილია ისიც, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია პრესკონფერენციას, სადაც არჩევნების დღის მიმდინარეობასა და არჩევნებისთვის სამზადისს შეაფასებს, კვირას, 22 ოქტომბერს გამართავს.

კომენტარები

არჩევნები გიორგი მარგველაშვილი შეხვედრა 2017-10-20
Tags არჩევნები გიორგი მარგველაშვილი შეხვედრა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ანაკლია სითი“ ჰამბურგის ბიზნეს ფორუმზე განიხილეს

შემდეგი სტატია

მარგო რობი სკანდალურად ცნობილი მოციგურავის როლში (ტრეილერი)

მსგავსი სტატიები

“მიხეილ სააკაშვილი დღეს არის ჯოხი ოპოზიციის ბორბალში და ის ხელს უშლის ქვეყანაში ოპოზიციის განვითარებას”

“მიხეილ სააკაშვილი დღეს არის ჯოხი ოპოზიციის ბორბალში და ის ხელს უშლის ქვეყანაში ოპოზიციის განვითარებას”

ნინო ჩხეიძე 02 ოქტ 2020
საქართველოს მეგობრების ამოცანაა, ცივილიზებული ფორმით სცადონ, რომ ივანიშვილმა ქვეყანა მეტ შარში არ გახვიოს

საქართველოს მეგობრების ამოცანაა, ცივილიზებული ფორმით სცადონ, რომ ივანიშვილმა ქვეყანა მეტ შარში არ გახვიოს

ირაკლი შალიკაშვილი 31 ივლ 2020

JURASSIC WORLD: FALLEN KINGDOM -ის თრეილერის გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე 15 წამიანი ვიდეო გამოვიდა

05 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge