თბილისის 67-ე სკოლის მოსწავლეები ქიმიის მასწავლებლის დოდო კეზუას მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს არ ეთანხმებიან. მათი განცხადებით, მოსწავლეებს იძულების წესით დააწერინეს განცხადებები, თითქოს მასწავლებელი მათზე ფიზიკურად ძალადობდა.
„ვეწინააღმდეგებით ქალბატონი დოდო კეზუას სკოლიდან გაშვებას, ჩვენ ის გვასწავლიდა 4 წელი და პატივს ვცემთ, ვიცით როგორი ადამიანია. საუბარი იყო რაღაც 3 საჩივარზე, რაც მის წინააღმდეგ იქნა დაწერილი, მინდა გითხრათ, რომ ბავშვები არანაირ ძალადობას არ აღიარებენ მასწავლებლის მხრიდან და თუ რაიმე ნეგატიური იყო დაწერილი, მაქვს ინფორმაცია, რომ ბავშვებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ დაეწერათ ის, რაც არ მომხდარა“,-განაცხადა 67-ე სკოლის ერთერთმა მოსწავლემ გიორგი ჭონქაძემ.
შეგახსენებთ, რომ 67-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართვენ. მოსწავლეები პედაგოგ დოდო კეზუას სამსახურიდან გათავისუფლების საფრთხესა და მასწავლებლის დირექტორთან დაპირისპირებაზე საუბრობენ.
სამეურვეო საბჭოს წევრის, ნათია მახარაშვილის განცხადებით, ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებლის, დოდო კეზუას მიმართ მოსწავლეების მშობლებს საფუძვლიანი პრეტენზიები აქვთ. მისივე თქმით, ქიმიის პედაგოგი ბავშვებზე ფიზიკურად ძალადობდა.
კომენტარები