67-ე საჯარო სკოლის დირექტორი, პედაგოგის მხრიდან მოსწავლეზე განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა. მარიამ თავართქილაძის განცხადებით, ქიმიის მასწავლებლის წინააღმდეგ რამდენიმე საჩივარია შესული და სკოლა საჩივრების შესწავლის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
„შემოვიდა განცხადება, რომელიც გადაეცა დისციპლინარულ კომიტეტს, დისციპლინარული კომიტეტი დადებს თავის დასკვნას და თუ ფაქტი დადასტურდა, ბუნებრივია სკოლა ვერ დახუჭავს ამასთან დაკავშირებით თვალებს და ექნება რეაგირება“,-განაცხადა თავართქილაძემ.
შეგახსენებთ, რომ 67-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართვენ. მოსწავლეები პედაგოგ დოდო კეზუას სამსახურიდან გათავისუფლების საფრთხესა და მასწავლებლის დირექტორთან დაპირისპირებაზე საუბრობენ.
სამეურვეო საბჭოს წევრის, ნათია მახარაშვილის განცხადებით, ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებლის, დოდო კეზუას მიმართ მოსწავლეების მშობლებს საფუძვლიანი პრეტენზიები აქვთ. მისივე თქმით, ქიმიის პედაგოგი ბავშვებზე ფიზიკურად ძალადობდა.
კომენტარები