NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოს სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობებში ორსულობის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობებში ორსულობის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

19 ოქტ 2017 ახალი ამბები, სამართალი 595 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2017 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ მიმართა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ ორსულობის გამო შვებულებით სარგებლობის შემდეგ განმცხადებელს მომსახურების ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებელსა და კომპანიას შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელების ვალდებულებას არ წარმოშობს, თავისი არსით, შრომითსამართლებრივი ხელშეკრულება იყო, ვინაიდან განმცხადებლის მიერ შესრულებული სამუშაო კომპანიისთვის ფუნქციურად მნიშვნელოვანი იყო, აუცილებელი იყო მის მიერ სამუშაოს პირადად შესრულება, განმცხადებელი ექვემდებარებოდა დამსაქმებელს და ის სამუშაოს გარკვეული ფუნქციური წესების მიხედვით ასრულებდა. ასევე, ქონება, რომელიც აუცილებელი იყო სამუშაოს შესრულებისთვის, კომპანიის საკუთრებას წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა რეკომენდაციაში აღნიშნა, რომ შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ მიერ შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი განმცხადებლის ორსულობით იყო განპირობებული და მოპასუხეს მოუწოდა, აღმოფხვრას დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგი, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობებში ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.

კომენტარები

აი ჯი დეველოპმენტი დისკრიმინაცია ორსულობის დისკრიმინაცია სახალხო დამცველი 2017-10-19
Tags აი ჯი დეველოპმენტი დისკრიმინაცია ორსულობის დისკრიმინაცია სახალხო დამცველი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სობჩაკი მზადაა საკუთარი კანდიდატურა ნავალნის სასარგებლოდ მოხსნას

შემდეგი სტატია

„აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ანუ ცხინვალის რეგიონი საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ სივრცეში დაბრუნდება“

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

16 მაი 2018
„ადამიანი ციხეში არ უნდა მიდიოდეს ნარკოდანაშაულისთვის და მკვლელობისთვის ერთნაირად“

„ადამიანი ციხეში არ უნდა მიდიოდეს ნარკოდანაშაულისთვის და მკვლელობისთვის ერთნაირად“

15 მაი 2018

N74 ბაგა-ბაღში სკოლამდელი განათლების დამხმარე სასწავლო პროგრამა „ნეიროპლასტიურობა და განათლება“ დაინერგება

25 სექ 2018

უახლესი ამბები

  • ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

  • ჰაილენდ პარკის აღლუმზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

    ჰაილენდ პარკის აღლუმზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

  • თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

    თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

  • ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

    ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

  • პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

    პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

  • სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

    სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

  • ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

    ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge