ქვეყანაში საარჩევნო გარემოსა და წინასაარჩევნო კამპანიების მიმდინარეობაზე „ქართული ოცნების“ წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმოადგენლებს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების.
„ჩანს, რომ განსაკუთრებული კითხვები საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით არ არსებობს, ყველაფერი წარიმართება სწორი ფორმით. მთავარი ამოცანა იყო სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფა და ეს მიზანი იქნება რეალიზებული, ამისთვის ყველაფერს აკეთებს „ქართული ოცნება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები