პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩანიშნულ ბრიფინგამდე კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ხელს მოაწერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუმცა მისივე თქმით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური საკითხი.
„რეალურად ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური საკითხი, მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამჯერად მაინც მიიღებს პრაგმატულ და სწორ გადაწყვეტლებას და ხელს მოაწერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური საკითხი, თუ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს დოკუმენტს, ამ შემთხვევაში მას ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე“,-განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი 18:00 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
კომენტარები