„თალიბანმა“ ავღანეთის ჯარის ერთ-ერთ ბაზის შტურმის დროს 43 ჯარისკაცი მოკლა. ინფორმაციას ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავად „თალიბანის“ განცხადებით კი მათ 60 ჯარისკაცი მოკლეს. ტერორისტულმა ორგანიზაციამ კი, არსებული ინფორმაციით, 10 მებრძოლი დაკარგა.
„თალიბანის“ განცხადებით, შტურმი სამხედრო ბაზასთან დანაღმული მანქანის აფეთქებით დაიწყო, შემდეგ კი ტერორისტები ბაზაში შეიჭრნენ.
კომენტარები