NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»„ეს არჩევნები იქნება მორიგი დასტური იმისა, რომ ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება“

„ეს არჩევნები იქნება მორიგი დასტური იმისა, რომ ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება“

19 ოქტ 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 620 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ წინასაარჩევნო პროცესი იყო უპრეცედენტოდ მშვიდი, ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი, მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება, რაც მოწმობს იმას, რომ „ქართული ოცნების“ სახით ქვეყანას მართავს პოლიტიკური გუნდი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი და დემოკრატიული, კონკურენტული არჩევნების ჩატარება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„რამდენიმე დღეში ჩვენს ქვეყანაში ტარდება მნიშვნელოვანი – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები იქნება მორიგი დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების, ცვლილებების შედეგად, ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება“,-განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმინისტრმა  მიმართა სახელმწიფო უწყებებს, პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას, რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რათა არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და თავისუფალ გარემოში და წარსულს ჩაბარდეს ძალადობრივი არჩევნები.

„მინდა, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, მივმართო პირველ რიგში სახელმწიფო უწყებებს, მეორე რიგში პოლიტიკურ ძალებს და მესამე რიგში მთლიანად საზოგადოებას – ჩავატაროთ ეს არჩევნები ისე, რომ ეს იყოს ნამდვილად კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში ჭეშმარიტად ევროპული დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ძალადობრივი არჩევნები და საერთოდ დავიწყებულ იქნას სიტყვა, რასაც წარსულში, გაყალბებული, ძალადობრივი არჩევნები ერქვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობთ, ჩვენ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ასეთი საქართველოს, ასეთი დემოკრატიის შექმნის გზაზე“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

არჩევნები კვირიკაშვილი მთავრობის სხდომა 2017-10-19
Tags არჩევნები კვირიკაშვილი მთავრობის სხდომა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ფოტოშოფის” უდრეკი ჯადოქარი

შემდეგი სტატია

„არ მივცეთ საბაბი არავის, თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენების თაობაზე“

მსგავსი სტატიები

ინტერესთა კონფლიქტი და დარღვევებით წარდგენილი დოკუმენტაციები – მოსამართლეების კანდიდატთა სია კონფლიქტის მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა

ირაკლი შალიკაშვილი 05 ივნ 2019

გაფიცული რკინიგზელები გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ

26 აგვ 2017
ნიკა მელია: შეუძლებელია იმის ახსნა თუ რატომ არ ახდენს „ოცნება“ სააკაშვილის ჰოსპიტალიზირებას სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, თუ რაიმე სხვა ბოროტი განზრახვა არ აქვს

ნიკა მელია: შეუძლებელია იმის ახსნა თუ რატომ არ ახდენს „ოცნება“ სააკაშვილის ჰოსპიტალიზირებას სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, თუ რაიმე სხვა ბოროტი განზრახვა არ აქვს

ირაკლი შალიკაშვილი 26 ოქტ 2021

უახლესი ამბები

  • რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გარეშე უნდა და ამისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, მაგრამ გეტყვით, რომ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება

    რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გარეშე უნდა და ამისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, მაგრამ გეტყვით, რომ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება

  • საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება

    საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება

  • თუ ვინმეს წარმოუდგენია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არის სწორი, დემოკრატიული და კონსტრუქციული პროცესი, ეს ლექციები ერთმანეთს სახლში უკითხონ

    თუ ვინმეს წარმოუდგენია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არის სწორი, დემოკრატიული და კონსტრუქციული პროცესი, ეს ლექციები ერთმანეთს სახლში უკითხონ

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

  • ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის – თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმისა და ევროპული პერსპექტივის მიღწევა მოახერხა

    ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის – თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმისა და ევროპული პერსპექტივის მიღწევა მოახერხა

  • პირველი საკონსტიტუციო ცვლილებებია მოსათხოვი, ამის შემდეგ, როცა აზრი ექნება არჩევნებს, უნდა მოვითხოვოთ ახალი არჩევნები

    პირველი საკონსტიტუციო ცვლილებებია მოსათხოვი, ამის შემდეგ, როცა აზრი ექნება არჩევნებს, უნდა მოვითხოვოთ ახალი არჩევნები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში ლუდის საწარმო ფართოვდება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში ლუდის საწარმო ფართოვდება

  • რუსული იარაღის შეჩერება მხოლოდ უფრო ძლიერი იარაღითაა შესაძლებელი – აქ, უკრაინაში წყდება, როგორი იქნება ცხოვრება მომავალში ევროპაში

    რუსული იარაღის შეჩერება მხოლოდ უფრო ძლიერი იარაღითაა შესაძლებელი – აქ, უკრაინაში წყდება, როგორი იქნება ცხოვრება მომავალში ევროპაში

  • გიორგი გამსახურდია:  ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება ქვეყანასა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარებას მოახმარა და 2012 წელს ეს რეალობა შექმნა, რომელსაც საშინელებას უწოდებენ

    გიორგი გამსახურდია: ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება ქვეყანასა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარებას მოახმარა და 2012 წელს ეს რეალობა შექმნა, რომელსაც საშინელებას უწოდებენ

  • ნიკუშა შენგელაია: ევროპას თავისი უსაფრთხოების საკითხი დაუდგა დღის წესრიგში

    ნიკუშა შენგელაია: ევროპას თავისი უსაფრთხოების საკითხი დაუდგა დღის წესრიგში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge