„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა NDI-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ყურადღება გაამახვილეს წინასაარჩევნო არათანაბარ გარემოსა და მმართველი გუნდის მიერ საბიუჯეტო სახსრების გამოყენებაზე. სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სადამკვირვებლო მისიებს ჰქონდეთ ადეკვატური წარმოდგენა იმაზე, თუ რა პირობებში უწევთ დღეს საქართველოში დემოკრატიულ ოპოზიციას არჩევნებისთვის მზადება და არჩევნებში მონაწილეობა“
„ხელისუფლება მიერეკება დღეს ბაღების, სკოლების მასწავლებლებს შეხვედრებზე იძულების წესით, ვხედავთ, რომ სამწუხაროდ საარჩევნო ადმინისტრაციაში ისევ ხდება პოლიტიკური ნიშნით დანიშნული ადამიანების მივლენა, იმისთვის, რომ შეასრულონ ის დაკვეთა, რომელსაც მიიღებენ შესაბამისი ზემდგომი უწყებისგან. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს არჩევნების შედეგებზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სადამკვირვებლო მისიებს ჰქონდეთ ადეკვატური წარმოდგენა იმაზე, თუ რა პირობებში უწევთ დღეს საქართველოში დემოკრატიულ ოპოზიციას არჩევნებისთვის მზადება და არჩევნებში მონაწილეობა“,-განაცხადა სამადაშვილმა.
კომენტარები