უკრაინის ქალაქ ხარკოვში სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა. ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა, ექვსი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ავტომობილის მძღოლი ქალია, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
„ხარკოვის ცენტრში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. ამ დროისთვის, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება. შემთხვევა დღეს 20:45 სთ-ზე (21:45 სთ – თბილისის დროით), სუმსკის ქუჩაზე მოხდა. წინასწარი მონაცემებით, მაღალი გამავლობის ავტომობილი ხალხში შევარდა“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში, რომელიც მის ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე ვრცელდება.
https://www.facebook.com/police.kharkov/posts/1492560440841915
პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევის მუხლით აღძრა.
კომენტარები