NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ჩხოროწყუში მუხურის მეფუტკრეობის საცდელი ბაზა გაიხსნა

ჩხოროწყუში მუხურის მეფუტკრეობის საცდელი ბაზა გაიხსნა

18 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 378 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ სამეგრელოს რეგიონში, სოფელ მუხურში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეფუტკრეობის საცდელი ბაზა გახსნეს. აღნიშნული ბაზა ორი ლაბორატორიის, საოფისე და დამხმარე შენობა-ნაგებობისგან შედგება.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის ექსპერიმენტული ბაზა დარგის განვითარების ხელშემწყობი უმნიშვნელოვანესი ცენტრია. ბაზაზე განთავსებულია სასელექციო და სანაშენე მეურნეობა, სადაც შესაძლებელია ხალასი ქართული ფუტკრის ჯიშის გამოყვანა, სელექცია და მაღალპროდუქტიული ჯიშის გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს გახლავთ უნიკალური გენოფონდი, რომელიც დაკარგვის პირას იყო და რომლის აღდგენა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეძლო. ახლა კი მნიშვნელოვანია ბაზაზე დაინერგოს ის მეთოდები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მაქსიმალურად გავამრავლოთ და შემდგომ  ამ ახალი ჯიშის პრაქტიკულ გამოყენებაში დაბრუნება შევძლოთ“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბაზის გახსნის ღონისძიებაზე.

საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, მუხურის მეფუტკრეობის საცდელი ბაზა უნიკალური პროექტია, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ემსახურება კავკასიური რუხი ფუტკრის ჯიშის აღდგენას და პოპულარიზაციას.

როგორც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ღონისძიებაზე აღნიშნა, უძველესი ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციის აღდგენა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ  განხორციელდა, სამომავლოდ იგეგმება ფუტკრის გურული და სხვა ქართული  პოპულაციების აღდგენაც, რაც მეფუტკრეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის ბაზაზე სისტემატურად მოეწყობა ღია კარის და სადემონსტრაციო დღეები. სწავლებას გაივლიან როგორც ფერმერები, ასევე მეფუტკრეობით დაინტერესებული პირები. სემინარები გაიმართება ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების და დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ, სადაც მონაწილეები გაეცნობიან იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც დაკავშირებულია როგორც ხელოვნურ განაყოფიერებასთან, ასევე, ჯანსაღი პროდუქციის წარმოებასთან.

კომენტარები

ლევან დავითაშვილი მეფუტკრეობა საცდელი ბაზა სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩხოროწყუ 2017-10-18
Tags ლევან დავითაშვილი მეფუტკრეობა საცდელი ბაზა სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩხოროწყუ
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ოპოზიცია არ ახდენს შემოსავლებისა და ხარჯების სათანადო დეკლარირებას“

შემდეგი სტატია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა” მოუწოდებს პროკურატურას არ დაიბაროს ჟურნალისტები დაკითხვაზე მედიაში  გავრცელებული ჩანაწერების გამო

მსგავსი სტატიები

„ლარს სჭირს ერთი დიდი და ქრონიკული დაავადება“

სოსო ელისაშვილი 19 ოქტ 2018
„ქართული მარშის“ ექვსივე წევრს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

„ქართული მარშის“ ექვსივე წევრს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სოსო ელისაშვილი 23 მარ 2018

„სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს და მასპინძელმა თავისი“

28 სექ 2017

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

  • გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

    გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

  • თბილისში მკვლელობა მოხდა

    თბილისში მკვლელობა მოხდა

  • ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

    ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

  • პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

    პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge