აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედურ ანგარიშს უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გამოეხმაურა. დეპუტატი შემოწირულობებთან დაკავშირებით ყოველგვარ კანონდარღვევას გამორიცხავს.
„შემოწირულობების მოცულობა განსხვავდება, ჩვეულებრივი ამბავია, თუ კი არ არის კანონდარღვევა და კანონდარღვევა ნამდვილად არ არის“,-განაცხადა ვოლსკიმ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. როგორც აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა დაადგინა, არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, ექვსკვირიან პერიოდში საარჩევნო სუბიექტებიდან ყველაზე მეტი ხარჯი „ქართულმა ოცნებამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ გასწიეს.
კომენტარები