NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“მართლაც ამბიციური პროექტები გვაქვს და ჩვენ გვჭირდება ასეთი ადამიანები”

“მართლაც ამბიციური პროექტები გვაქვს და ჩვენ გვჭირდება ასეთი ადამიანები”

18 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა, საზოგადოება 1082 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატმა კახა კალაძემ დედაქალაქის მართვის პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა.

“მერიის გამართული და ეფექტიანი მუშაობისთვის აუცილებელია ინსტიტუციური, ტექნოლოგიური, სამართლებრივი და საკადრო რეფორმების გატარება, კანონმდებლობისა და მოქმედი რეგულაციების ქალაქის განვითარების ინტერესებთან ადაპტირება, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სერვისების დანერგვა, ასევე, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობილი ღია და გამჭირვალე საკადრო პოლიტიკის განხორციელება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან ხაზი გაუსვა პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდის მნიშვნელობას:

“მართლაც ამბიციური პროექტები გვაქვს და ჩვენ გვჭირდება ასეთი ადამიანები. მერიაშიც მუშაობს დღეს ბევრი ასეთი ადამიანი, თუმცა კარი ყველასთვის ღია იქნება, ვისაც აქვს შესაბამისი განათლება და კომპეტენცია. ჩვენ მზად ვართ ყველა მათგანთან თანამშრომლობისთვის”.

თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, მართვის პოლიტიკის ძირითადი მიზნებია მართვის ეფექტიანი სისტემის დანერგვა, ხარჯების ოპტიმიზაცია, მომსახურების გაუმჯობესება – 24-საათიანი წვდომა მერიის სერვისებზე და საზოგადოების ჩართულობა.

“ჩვენი მიზანია, თბილისის მერია ეფექტიანად ზრუნავდეს ქალაქისა და საზოგადოების ინტერესებზე, ემსახურებოდეს მოქალაქეებს სწრაფად, ხარისხიანად და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული საკუთარი უბნის, რაიონის, ქალაქის განვითარებაში და მუდმივად უნდა აკონტროლებდეს ქალაქის თვითმმართველობას”.

კომენტარები

არჩევნები 2017 კახი კალაძე მერია 2017-10-18
Tags არჩევნები 2017 კახი კალაძე მერია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

TI: ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკები თბილისის მერიის „ზონალურ საბჭოში“

შემდეგი სტატია

ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი სავარაუდოდ 2018 წლის მარტში მიიღებს

მსგავსი სტატიები

ექსკურსიაზე მყოფი ბავშვები მოძრავი მიკროავტობუსიდან გადაცვივდნენ

29 ოქტ 2017
“ეს არის გაგრძელება ამ პოლიტიკურ და მორალურ კატასტროფაში კიდევ უფრო ღრმა ჩავარდნის, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმი და გარემოცვაა”

“ეს არის გაგრძელება ამ პოლიტიკურ და მორალურ კატასტროფაში კიდევ უფრო ღრმა ჩავარდნის, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმი და გარემოცვაა”

ნინო ჩხეიძე 09 აპრ 2022
ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილმა კლინიკაში გონება დაკარგა

ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილმა კლინიკაში გონება დაკარგა

ნინო ჩხეიძე 05 იან 2023

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge