„პარტიზანული მებაღეობის“ წევრი ნატა ფერაძე თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილის მხარს აღარ უჭერს. ნატა ფერაძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„აი ხომ უნდა მოახერხო, ასეთი მოტივირებული ამომრჩეველი ბოლო კვირას გადაუწყვეტელად მაქციო?
კარგია, დროზე მივხვდი, მერე არ მექნება საბოდიშო, რომ საქმის არმცოდნე პოპულისტს ვუჭერდი მხარს.
პოლიტიკა კი არასოდესაა იდეალური და ყველასთვის მოსაწონი, ყველა აუცილებლად არჩევნებზე, ხმა ვინმეს, მაგრამ არა ოცნებას!
სახლში დარჩენა – კალაძის ხმებია.
წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ქალაქის საბოლოო მოკვლის თანამონაწილე ვიქნებით“,-წერს ფერაძე.
კომენტარები