NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი: „ვერ წარმოგვიდგენია ევროპის პოლიტიკური მომავალი საქართველოს გარეშე“

ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი: „ვერ წარმოგვიდგენია ევროპის პოლიტიკური მომავალი საქართველოს გარეშე“

18 ოქტ 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 838 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ევროპის პოლიტიკური მომავალი საქართველოს გარეშე, იმ მნიშვნელოვანი ადგილის გარეშე რომელიც საქართველოს ევროპის პოლიტიკურ ოჯახში უჭირავს. ცხადია, საქართველო ევროპული კულტურის, ისტორიისა და ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობასა და ურთიერთობის ინტენსიფიკაციაზე“, – განაცხადა ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა რიჩარდ ჩარნეცკიმ (ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტების პოლიტიკური ჯგუფი) საქართველოს ვიცეპრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მისი განცხადებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მოახლოებული სამიტის წინ ევროპარლამენტში, ასევე  საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრების დროს აქტიურად განიხილება სამიტის მოლოდინები და  საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხები.

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით პოლონეთისთვის, რომელსაც ის წარმოადგენს, ევროკავშირის პოტენციურ გაფართოებაში საქართველოს  მნიშვნელოვანი როლი აქვს.

„ვფიქრობ მომავალი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი საქართველოსა და სხვა ქვეყნებისთვის იქნება შემდეგი ნაბიჯი ევროპული გზისკენ.  ჩვენ უნდა გავხსნათ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის  კარი არა მხოლოდ ეკონომიკის სფეროში, არამედ პოლიტიკურ დონეზე. ევროკავშირმა უნდა აჩვენოს არა მარტო თანამშრომლობის, ასევე საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივა. ჩვენ საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებისადმი პატივისცემის ნიშნად,  უნდა დაგანახოთ ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური პერსპექტივა“, – აღნიშნა რიჩარდ ჩარნეცკიმ.

საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი 18-19 ოქტომბერს ქ. ბრიუსელს  ვიზიტით სტუმრებს, რა დროსაც მიხელ ჯანელიძე შეხვედრებს მართავს სხვადასხვა  ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან. 19 ოქტომბერს ვიცეპრემიერი სიტყვით გამოვა  ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

 

კომენტარები

ევროპარლამენტი რიჩარდ ჩარნეცკი საგარეო საქმეთა სამინისტრო 2017-10-18
Tags ევროპარლამენტი რიჩარდ ჩარნეცკი საგარეო საქმეთა სამინისტრო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„წინასაარჩევნო გარემო შეგვიძლია დადებითად შევაფასოთ“

შემდეგი სტატია

„იმისთანა რა საქმეს გააკეთებს კალაძე, რასაც არ აკეთებდა ნარმანია?“

მსგავსი სტატიები

რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

11 თებ 2018
აშშ რუსულ ბრილიანტს, ზღვის პროდუქტებსა და ალკოჰოლს კრძალავს

აშშ რუსულ ბრილიანტს, ზღვის პროდუქტებსა და ალკოჰოლს კრძალავს

ნინო ჩხეიძე 11 მარ 2022

მარნეულიდან და ბოლნისიდან ზოგიერთი მოქალაქე შემოვლითი გზით გადაადგილდება

ირაკლი შალიკაშვილი 23 მარ 2020

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

    კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

  • ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

    ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

  • სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

    სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

  • იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

    იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

  • რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

    რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

  • ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

    ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

  • რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

    რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

  • მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

    მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

  • ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

    ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge