დღეს ბახტრიონის ქუჩაზე წიგნის სახლი გაქურდეს. შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. ინფორმაციას on.ge ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები. უწყებაში საქმის სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარები