NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»შინაგან საქმეთა სამინისტროს მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით დაეკისრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით დაეკისრა

17 ოქტ 2017 მნიშვნელოვანი, სამართალი 259 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქე გ.გ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით.

2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევისას დაზარალებული მოქალაქის  ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი  იცავდა.

2011 წლის 26 მაისს ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარეობდა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, რომლის ძალადობრივი გზით დაშლისა და მომიტინგეთა მასობრივი დაკავების ბრძანება გასცა შს მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა.

საპროტექსტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე გ.გ.-ს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გაურკვეველი იარაღის გამოყენებით მძიმედ დაუზიანეს ფეხი, მან მიიღო სხეულის დაზიანებები და უმძიმესი დიაგნოზით მოთავსდა კლინიკაში.  ამ ქმედებისთვის ივანე მერაბიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2014 წლის 27 თებერვალს გამოტანილი განაჩენითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის – სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საფუძვლით.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლობით მომზადდა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში განსახილველად. 12 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა მოქალაქის სასარგებლოდ  მორალური ზიანის ანაზღაურება 30000 ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 ივლისს შსს-ს კიდევ ერთი დაზარალებულის – ო.ჩ.-ს სასარგებლოდ დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება, 5 000 ლარის ოდენობით. ო.ჩ.-ს სამართლებრივ დახმარებას ადამიანის უფლებათა ცენტრი უწევდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების თანმდებობისა თუ საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ხოლო დაზარალებულთა უფლებების აღდგენა და მათი  რეაბილიტაცია  უნდა მოხდეს სამართლიანი სასამართლოს პირობებში.

კომენტარები

ადამიანის უფლებათა ცენტრი ვანო მერაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლო ივანე მერაბიშვილი სასამართლო შინაგან საქმეთა სამინისტრო შს მინისტრი შსს 2017-10-17
Tags ადამიანის უფლებათა ცენტრი ვანო მერაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლო ივანე მერაბიშვილი სასამართლო შინაგან საქმეთა სამინისტრო შს მინისტრი შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“გაქვს ბუჩქი?”

შემდეგი სტატია

„ბაგა-ბაღების დირექტორების მიერ მხარდამჭერთა სიების შეგროვება, გამოძიების დაწყებისთვის მყარი საფუძველია “

მსგავსი სტატიები

აშშ-ს პრეზიდენტის Twitter-ის გვერდი 11 წუთით გათიშეს

აშშ-ს პრეზიდენტის Twitter-ის გვერდი 11 წუთით გათიშეს

03 ნოე 2017
ბათუმი-სარფის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი

ბათუმი-სარფის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი

26 იან 2018

შეკვეთილში წვიმამ სახლებში შეაღწია

23 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • “ხოდა დარჩით სახლში, მონებო და მშვიდად უყურეთ, თქვენი უბედურების ხარჯზე როგორ დადიან მთავრობის წევრები რესტორნებში, კურორტებზე …”

    “ხოდა დარჩით სახლში, მონებო და მშვიდად უყურეთ, თქვენი უბედურების ხარჯზე როგორ დადიან მთავრობის წევრები რესტორნებში, კურორტებზე …”

  • პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

    პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

    “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

  • ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო

    ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო

  • ელენე ხოშტარია: ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე

    ელენე ხოშტარია: ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე

  • Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

    Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

  • ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

    ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

  • 34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

    34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge