NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

17 ოქტ 2017 მნიშვნელოვანი, საზოგადოება 414 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართვერლოს საპატრიარქო „რუსთავი2“-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც საუბარია იმაზე, თითქოს საპატრიარქოს მხრიდან გარკვეული ანაზღაურების ფასად ხდებოდა ციხიდან პატიმრების გათავისუფლება. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

„რვა თვეზე მეტია საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით სხვადასხვა ძალების მხრიდან მუდმივ შემოტევებს განიცდის.

ჩვენ მაქსიმალურად ვიკავებთ თავს პასუხის გაცემისაგან, რადგან არ გვინდა პროცესების გამწვავება, მაგრამ „რუსთავი 2“-ის ა.წ. 14 ოქტომბრის გადაცემასთან დაკავშირებით განმარტებას გავაკეთებთ, რადგან ამჟამად უკვე ბრალდების ობიექტი, საპატრიარქოს თანამშრომლებთან ერთად, სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც გახდნენ.

სიუჟეტში ითქვა, თითქოს საპატრიარქოს მხრიდან გარკვეული ანაზღაურების ფასად ხდებოდა ციხიდან პატიმრების გათავისუფლება; ამ ჭორს სხვა სახით ადრეც ავრცელებდნენ, ამჯერად კი კორუფციული გარიგების თანამონაწილეებად დაასახელეს მეუფე თეოდორე, მზექალა ჭინჭარაულ-ქარსელაძე, შორენა თეთრუაშვილი, ასევე ქალბატონები: ეკა ბესელია, ირმა ჭკადუა, ნანა კაკაბაძე.

საპატრიარქოსთან არსებული ,,მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხთა შემსწავლელი კომისია” სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფთა შესახებ მხოლოდ სარეკომენდაციო მასალებს ამზადებს და მას მსჯავრდებულთა შეწყალებასთან შეხება არა აქვს. სიების შედგენაში კი, აღნიშნულ ქალბატონთაგან არცერთს არასოდეს მონაწილეობა არ მიუღია (გარდა ქ-ნი მზექალასი; ამას იგი თავის თანამშრომლებთან ერთად აკეთებს).

იმავე გადაცემაში პატიმრებთან დაკავშირებით ეკლესიის ჩართულობის თაობაზე ისაუბრა შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ, ბატონმა ზვიად ქორიძემ, მაგრამ სიუჟეტის ავტორებმა სიცრუის ტირაჟირება არჩიეს და ტელემაყურებლისთვის დაცვის ყოფილი უფროსის, იოსებ ოხანაშვილის ცილისწამებების და თავისი ინტერპრეტაციების თავსმოხვევა სცადეს.

ვფიქრობთ, მიზანმიმართული ქმედებიდან მომდინარეობდა ,,კურიერში” გაჟღერებული მეორე თემაც, – დოკუმენტებზე შორენა თეთრუაშვილის ხელმოწერასთან დაკავშირებული უსაფუძვლო ბრალდება.

დაინტერესებულ პირებს განვუმარტავთ, რომ მდივან-რეფერენტის ხელმოწერა ხდებოდა და ხდება კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დელეგირებული უფლებით.

ბოლოს კი დავძენთ: სასამართლო პროცესებიდან დაუდგენელი პიროვნების მიერ შერჩეული, ამოგლეჯილი მასალების მასმედიაში გასაჯაროება, თანაც მიცემული ჩვენებების ტენდენციური გაშუქება, ვფიქრობთ, უხეშად არღვევს ჟურნალისტურ ეთიკას, რაც ამა თუ იმ არხის არაობიექტურობაზე მეტყველებს და მათ დაინტერესებულ მხარედ წარმოაჩენს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

განცხადება მართმადიდებელი ეკლესია საპატრიარქო ძეწოლა 2017-10-17
Tags განცხადება მართმადიდებელი ეკლესია საპატრიარქო ძეწოლა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მოსამართლემ ფაქტობრივად მონაწილეობა მიიღო საარჩევნო პროცესში“

შემდეგი სტატია

ერაყის სამთავრობო ძალები ქურთების კონტროლირებად ტერიტორიებს იკავებენ

მსგავსი სტატიები

„ნამახვანი ჰესის“ აშენებაზე დღეს გადის ჩვენი ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხაზი და ბრძოლის ველი

„ნამახვანი ჰესის“ აშენებაზე დღეს გადის ჩვენი ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხაზი და ბრძოლის ველი

ირაკლი შალიკაშვილი 29 მარ 2021

საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტების მხრიდან ხნულებისა და გრუნტოვანი გზის გაყვანა ხორციელდება

25 სექ 2017

საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის წარმატებულ ურთიერთობებს

08 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • საქართველოში ფრენებს გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი შეასრულებს

    საქართველოში ფრენებს გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი შეასრულებს

  • ხელისუფლებას რაც არ უნდა უნდოდეს, ჩვენ მტკიცედ და დიდი ნაბიჯებით მივდივართ რიგგარეშე არჩევნებამდე

    ხელისუფლებას რაც არ უნდა უნდოდეს, ჩვენ მტკიცედ და დიდი ნაბიჯებით მივდივართ რიგგარეშე არჩევნებამდე

  • მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით

    მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით

  • 15 მაისი ეს არის შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, რომ მოვიდეს და ბრაზი გამოხატოს

    15 მაისი ეს არის შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, რომ მოვიდეს და ბრაზი გამოხატოს

  • ლილი ფოფხაძე – ციცქნა

    ლილი ფოფხაძე – ციცქნა

  • მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

    მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

  • ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

    ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge