დიეტების უმრავლესობა კვების რაციონიდან შაქრისა და მისი შემცველი პროდუქტების მთლიანად აკრძალვას გულისხმობს. ამის გამო, ხშირად, დიეტაზე მყოფი ადამიანების ნაწილი, შაქრის დანაკლისის შევსებას ტკბილი წვენებითა და გაზიანი სასმელებით ცდილობს, ვინაიდან ფიქრობენ, რომ, ამ გზით, ნაკლები რაოდენობის შაქარს აწვდიან ორგანიზმს.
თუმცა CNN-ის მიერ მომზადებული მასალის მიხედვით, თქვენ დარწმუნდებით, რომ ტკბილ სასმელში შაქრის რაოდენობა არ ჩამოუვარდება, მაგალითად, დონატებში შაქრის შემცველობას.
პეპსის 950 მლ-იანი ბოთლი 69 გრამ შაქარს შეიცავს.
კოკა-კოლის 950 მლ-იანი ბოთლი იმავე რაოდენობის შაქარს შეიცავს, რამდენსაც ხუთი ცალი შოკოლადის ტკბილი ხვეულა ნამცხვარი.
ვაშლის 450 მლ-იან წვენში შაქრის მოცულობა 49 გრამია, რაც 10 ცალ ორეოში არსებული შაქრის რაოდენობის ტოლია.
ფორთოხლის 475 მლ-იანი წვენი 28 გრამ შაქარს შეიცავს, ამიტომ მისი დალევის შემდეგ იმავე რაოდენობის შაქარს მიიღებთ, რამდენსაც 6 ცალი ორეოს შეჭმის შემდეგ.
რედ ბულის 475 მლ-იანი ქილა იმავე რაოდენობის შაქარს შეიცავს, რამდენსაც სამი სუფრის კოვზი სიმინდის ტკბილი ფანტელი.
დანკინ დონატსის ცივი კარამელიანი ლატე 37 გრამ შაქარს შეიცავს, რომლის დალევის შემდეგაც ორგანიზმი იმავე რაოდენობის შაქარს იღებს, რამდენსაც სამ-ნახევარი დონატის მირთმევის შემთხვევაში მიიღებდა.
კომენტარები