გასულ კვირას, დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველი ტურნირის მოგების შემდეგ, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი მარია შარაპოვა წარუმატებლად გამოვიდა მოსკოვში „კრემლის თასზე“. რუსი ჩოგბურთელი პირველ წრეში სლოვაკ მაგდალენა რიბარიკოვასთან – 6:7(3), 4:6 დამარცხდა. მატჩი 1 საათსა და 55 წუთს გაგრძელდა.
მერვედფინალში რიბარიკოვა ფრანგ ალიზ კორნეს შეხვდება.
კომენტარები