პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ანგარიშს ეხმაურება.
„სამწუხაროდ, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მიეჩვივნენ ფაქტების გარეშე საუბარს, რაც ძალიან არასწორი და სამწუხაროპრაქტიკაა. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ ისაუბრონ ფაქტებით, ფაქტებზე დაყრდნობით”,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტისთავმჯდომარე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ანგარიშს.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ის დრო, როდესაც ერთმანეთთან შერწყმული იყო მმართველი პარტია და ადმინისტრაციული რესურსი, წარსულს 2012 წელს ჩაბარდა.
„ჩვენ სერიოზულ კომენტარებს ვერ გავაკეთებთ იმ განცხადებაზე, რომელიც დღეს მოვისმინეთ ადმინისტრაციული რესურსისგამოყენებასთან დაკავშირებით. საქართველოში 2012 წელს ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როდესაც იყო აბსოლუტურად შერწყმულიერთმანეთთან მმართველი პარტია და ადმინისტრაციული რესურსი. ეს დრო წარსულს ჩაბარდა. დღეს ამ პრაქტიკას არ მიმართავს, „ქართულ ოცნებას” აქვს ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე მოიგოს ეს არჩევნები ძალიანდამაჯერებლად”,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები