ორშაბათს მადრიდში გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ კატალონიის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ორი პოლიტიკური ლიდერი ხორდი სანჩესი და ხორდი კუიხარი პატიმრობაში დატოვა. დაკავებულები იყვნენ ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირები 1 ოქტომბერს კატალონოიაში გამართული რეფერენდუმის და შემდგომშიც ლიდერობდნენ სეპარატისტების ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის. პოლიტიკური ლიდერების დაკავებას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა კატალონიაში.
გამოძიება სანჩესსა და კუიხარს ბრალს სდებს 20 სექტემბერს ბარსელონაში, მათი ორგანიზებით გამართული აქციისას, დემონსტრანტების მიერ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების შენობაში გამოკეტვაში.
კომენტარები