კანადელი ქალი კენტუკის შტატის ქალაქ ჯორჯთაუნში სასტუმროს ნომერში ცხენთან ერთად შესახლდა. თავიდან ქალი სასტუმროში ძაღლთან ერთად მივიდა და იკითხა, შეეძლო თუ არა ნომერში ცხენის შეყვანაც. ინფორმაციას The Star-ი ავრცელებს.
ადმინისტრაციამ მას დადებითი პასუხი გასცა, რის შემდეგაც ქალმა ცხენის ნომერში შეყვანის პროცესისვიდეოზე გადაღება ითხოვა, რაზეც ასევე თანხობა მიიღო, თუმცა როცა გადაღება დასრულდა და სასურველი კადრები მიიღო, მან ცხენი ცხოველების სადგომში გადაიყვანა.
კომენტარები