NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისის მერია: „თბილისიმარათონი 2017“-ის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფმა

თბილისის მერია: „თბილისიმარათონი 2017“-ის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფმა

17 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 398 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მერია „თბილისიმარათონი 2017-ის“ გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მერიის განცხადებით „თბილისიმარათონი 2017-ის“ გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობას არ მიუღია.

„პირველ რიგში, გვსურს, განვმარტოთ, რომ „თბილისიმარათონი 2017“-ის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფმა და არა დედაქალაქის მთავრობამ.

„თბილისიმარათონი“ წლებია, მერიის მხარდაჭერითა და პატრონაჟით იმართება. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ერთის მხრივ, ქველმოქმედებას, ხოლო მეორეს მხრივ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რასაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. მეტიც, ღონისძიების პოპულარიზაციის მიზნით მარათონის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიიდან ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გადმოტანა თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინიციატივა იყო.

გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე არეალში დაწყებულია რეაბილიტაცია და აღნიშნულ ტერიტორიაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია, ღონისძიების ჩატარებისას რუსთაველის გამზირის, აღმაშენებლისა და სხვა ცენტრალური ქუჩების გადაკეტვამ შესაძლოა, გამოიწვიოს სატრანსპორტო კოლაფსი და მოქალაქეების უკმაყოფილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მერიამ გაითვალისწინა როგორც მოქალაქეების, ასევე, ღონისძიების მონაწილეებისა და ორგანიზატორების მოთხოვნები და შესთავაზა საორგანიზაციო ჯგუფს „თბილისიმარათონი 2017“-ის დილის 7:00 საათზე გამართვა, ნაცვლად 9:00 საათისა. დედაქალაქის მერიამ განიხილა ალტერნატიული ვარიანტიც – ღონისძიების ისევ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ჩატარება.

ზემოაღნიშნული შეთავაზებების მიუხედავად, ღონისძიების ორგანიზატორებმა არ გაითვალისწინეს ის არგუმენტები, რომლებიც ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის პარალიზებისა და მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნის თავიდან აცილებას და უარი განაცხადეს „თბილისიმარათონის“ შეთავაზებული ფორმებით ჩატარებაზე. გარდა ამისა, გვსურს განვმარტოთ, რომ თბილისის მერიაში შეტანილ განცხადებებზე საორგანიზაციო ჯგუფს საბოლოოდ დადასტურებული პასუხი მიღებული არ ჰქონდათ.

სამწუხაროა, რომ ღონისძიების გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით დაზარალდნენ როგორც მარათონში მონაწილეობის მსურველი მოქალაქეები, ისე ტურისტები, რომლებიც ამ ღონისძიების ფარგლებში გეგმავდნენ თბილისში სტუმრობას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

თბილისიმარათონი 2017 მერია 2017-10-17
Tags თბილისიმარათონი 2017 მერია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მფრინავი სახლები

შემდეგი სტატია

კობახიძე: არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოაწერს ხელს საკონსტიტუციო ცვლილებებს

მსგავსი სტატიები

პუნქტებად გავიარეთ „ქართული ოცნების“ წინადადებაც და ოპოზიციის წინადადებაც – არის პრინციპული საკითხები, რაზეც ჯერჯერობით შეთანხმება შეუძლებელია

პუნქტებად გავიარეთ „ქართული ოცნების“ წინადადებაც და ოპოზიციის წინადადებაც – არის პრინციპული საკითხები, რაზეც ჯერჯერობით შეთანხმება შეუძლებელია

ირაკლი შალიკაშვილი 07 დეკ 2020

ბარსელონას ტერაქტის დროს დაკარგული 7 წლის ბიჭი ნაპოვნია

19 აგვ 2017
არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და სახელმწიფო ამას არ დაუშვებს

არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და სახელმწიფო ამას არ დაუშვებს

ირაკლი შალიკაშვილი 03 დეკ 2019

უახლესი ამბები

  • ლილი ფოფხაძე – ციცქნა

    ლილი ფოფხაძე – ციცქნა

  • მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

    მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

  • ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

    ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge