NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბილ გეიტსი: არ მენანება

ბილ გეიტსი: არ მენანება

17 ოქტ 2017 ახალი ამბები, ბიზნესი, მსოფლიო 2110 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

Microsoft-ის დამაარსებელმა ბილ გეიტსმა შესაძლოა მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის სტატუსი ქველმოქმედებისადმი უდიდესი სიყვარულის გამო დაკარგოს, ამის შესახებ Bloomberg წერს.

გთავაზობთ ამონარიდს:

გეიტსი ქველმოქმედებაში ამდენ თანხას რომ არ ხარჯავდეს, მისი ქონება ორჯერ მეტი იქნებოდა, წერს გამოცემა.

ბილ გეიტსის ძირითადი საქველმოქმედო პროექტია Bill & Melinda Gates Foundation (BMGF), რომელიც მან მეუღლესთან, მელინდასთან ერთად დააარსა. ფონდი 2000 წელს დაარსდა და ახლა მსოფლიოში უმსხვილეს საქველმოქმედო დაწესებულებაში 1 500 ადამიანი მუშაობს. 2013 წელს გეიტსმა ფონდს 28 მილიარდი დოლარი შეწირა.

დაარსებიდან 2016 წლამდე (2017 წლის მონაცემები ჯერ-ჯერობით უცნობია) გეიტსმა სხვადსხვა საქველმოქმედო პროგრამებსა თუ გრანტებში 41 მილიარდი დოლარი გაიღო.

გარდა მიზანმიმართული ქველმოქმედებისა, გეიტსი უბრალოდ ხშირად აკეთებს შემოწირულობებს. მაგ. 1999 წელს მან მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს 20 მილიონი დოლარი კომპიუტერული ლაბორატორიის შესაქმნელად გადაურიცხა. ლაბორატორიის შესაქმნელად თანხები მიიღეს სტენფორდისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებმა.

გეიტსების წყვილი არ აპირებს შვილებს დაუტოვონ ქონება: მათ მიაჩნიათ, რომ 10 მილიონი დოლარი თითოეულისათვის (მათ სამი შვილი ჰყავთ) საკმარისია.

მილიარდერი უორენ ბაფეტი, რომლის ქონება 80,6 მილიარდი დოლარია,  არ აპირებს სრულად დაუტოვოს მემკვიდრეებს თავისი ქონება:

“მსურს შვილებს დავუტოვო იმდენი, რამდენიც საჭიროა იმისათვის რომ აკეთონ ის რაც სურთ, თუმცა არ ვაპირებ დავუტოვო იმდენი, რომ არაფერი აკეთონ ცხოვრებაში”.

ბაფეტი თავისი ქონების 99% ქველმოქმედებისათვის გაიღებს.

ბილ გეიტსისაგან განსხვავებით, ბაფეტს არ შეუქმნია საქველმოქმედო ფონდები, ის უბრალოდ რიცხავს თანხებს იქ სადაც საჭიროდ მიაჩნია. სწორედ მას ეკუთვნის რეკორდული შემოწირულობა, რომელიც ბილ და მელინდა გეიტსების ფონდში გადარიცხა 2006 წელს -30,7 მილიარდი დოლარი.

 

კომენტარები

ბილ გეიტსი მელინდა გეიტსი მილიარდერი უორენ ბაფეტი ქველმოქმედება 2017-10-17
Tags ბილ გეიტსი მელინდა გეიტსი მილიარდერი უორენ ბაფეტი ქველმოქმედება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ზოგიერთი ოპერატორი პარაზიტირების გზით ცდილობს მოგების მიღებას“

შემდეგი სტატია

TI: განსაკუთრებით პრობლემური იყო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულეიბის საარჩევნო კამპანიაში ჩართვა

მსგავსი სტატიები

ესპანეთში ე.წ. სომხური დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია ტარდება

ესპანეთში ე.წ. სომხური დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია ტარდება

26 ივნ 2018
მარგო რობი, ნიკოლ კიდმანი და შარლიზ ტერონი ახალ ფილმში ერთად ითამაშებენ

მარგო რობი, ნიკოლ კიდმანი და შარლიზ ტერონი ახალ ფილმში ერთად ითამაშებენ

03 აგვ 2018
ზურაბ ჯაფარიძეს ბრალი წაუყენეს

ზურაბ ჯაფარიძეს ბრალი წაუყენეს

03 მაი 2018

უახლესი ამბები

  • ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

    ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

  • წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

    წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

  • ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

    ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

    ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

  • გია ვოლსკი: თუკი ვინმეს საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდეს

    გია ვოლსკი: თუკი ვინმეს საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდეს

  • სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა – კეზერაშვილს 5 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა

    სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა – კეზერაშვილს 5 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა

  • „გაორმაგებული გზავნილები“- საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე აქცია დაიწყო

    „გაორმაგებული გზავნილები“- საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე აქცია დაიწყო

  • „თიბისი ლიზინგმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, 80 მილიონი ლარის საჯარო ობლიგაციები განათავსა

    „თიბისი ლიზინგმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, 80 მილიონი ლარის საჯარო ობლიგაციები განათავსა

  • ანა ნაცვლიშვილი: ხელისუფლება პანიკაშია, რადგან აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში ცხოვრობენ თავისუფალი და მებრძოლი ადამიანები

    ანა ნაცვლიშვილი: ხელისუფლება პანიკაშია, რადგან აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში ცხოვრობენ თავისუფალი და მებრძოლი ადამიანები

  • Politico: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ

    Politico: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge