აჭარაში უამინდობისგან ჩაკეტილი გზების გასახსნელად, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშოებში გეოლოგები ჩაერთვებიან. რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები. გადაუღებელი წვიმების შედეგად, სერიოზული ზიანი მიადგა აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტს. რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა, ზღვაზე კვლავ ძლიერი შტორმია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.
„დილიდან გეოლოგები ჩაერთვებიან სამუშაოებში, შესწავლილი იქნება ყველა ლოკაცია, რამდენიმე ოჯახი გადაყვანილია სხვა, უსაფრთხო ადგილას, ჩვენ ვიმოქმედებთ იმ დასკვნების საფუძველზე, რომელსაც დაგვიდებენ სპეციალისტები“,-განაცხადა პატარიძემ.
კომენტარები