სამაშველო სამსახურმა საირმე-აბასთუმნის გზაზე უამინდობის გამო ჩარჩენილი ქართველი ტურისტი ცოტა ხნის წინ გამოიყვანა. ამის შესახებ გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძეზე დაყრდნობით ipn-ი წერს.
რაც შეეხება გერმანელ ტურისტს, რომელიც ზეკარის უღელტეხილზე ჩარჩენილი, ტერიტორიიდან მის გამოსაყვანად გაგზავნილია ტექნიკა და სამედიცინო პერსონალი.
„ქართველ ტურისტთან უკვე მივიდნენ მაშველები. ის ჩარჩენილი იყო საირმე-აბასთუმნის გზის მონაკვეთზე. გერმანელი ტურისტი კი ზეკარის უღელტეხილზეა ჩარჩენილი, მასთან გაგზავნილია ტექნიკა და ექიმი“, – განაცხადა გიორგი სეთურიძემ.
სეთურიძის ინფორმაციით, თავდაპირველად გერმანელი და ქართველი ტურისტები საირმის მიმართულებით ერთად წავიდნენ, საირმიდან კი აბასთუმნის მიმართულებით გააგრძელეს გზა. როგორც სეთურიძემ განაცხადა, გერმანელი ტურისტი შეუძლოდ გახდა, რის გამოც ქართველი ტურისტი გზიდან მობრუნდა, რომ შესაბამის უწყებას ტელეფონით დაკავშირებოდა.
კომენტარები