ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრის ლიდერი სოორონბაი ჟეენბეკოვი გახდა. ქვეყნის ყოფილმა ლიდერმა, ალმაზბეკ ატამბაევი ქვეყანას 6 წლის განმავლობაში მართავდა.
სოციალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა, წინასწარი მონაცემებით, ხმათა 54% მიიღო.
ცნობისათვის, მოქმედმა პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არც პრეზიდენტობას გეგმავს და არც ქვეყნის დატოვებას, რადგანაც არაფრის ეშინია.
ჟეენბეკოვის მთავარ მოწინააღმდეგედ ადგილობრივ ოლიგარქს, ომურბეკ ბაბანოვს მიიჩნევენ. წინასწარი მონაცემებით ოლიგარქმა ხმათა 36% მოიპოვა.
კომენტარები