NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ქალაქ ბორდოში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები გაიმართა

ქალაქ ბორდოში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები გაიმართა

16 ოქტ 2017 ახალი ამბები, საზოგადოება 403 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში მიმდინარე გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლო” ფარგლებში, 13-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი სამანიშვილის, ცნობილი ღვინის მაგისტრის ჯულია ჰარდინგის, ღვინის ექსპერტის ერვე რომას და ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის ანა გოდაბრელიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

დეგუსტაცია-პრეზენტაციის ღონისძიებებს 100-მდე სტუმარი – ღვინის მოყვარული და პროფესიონალი დაესწრო.

ღვინის ცივილიზაციის ცენტრში (Cité des Civilisations Du Vin) მიმდინარე წლის ივლისიდან ქართული გამოფენა უამრავ დამთვალიერებელს მასპინძლობს. წარმოდგენილი ექსპოზიცია სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის უწყვეტ ისტორიას გაეცნოს და ამავე დროს,  ქართველი და უცხოელი ღვინის მაგისტრების ხელმძღვანელობით, ქართული ღვინის დეგუსტაციებში მიიღოს მონაწილეობა.

„გამოფენა ღვინის ცივილიზაციის ცენტრში არის საუკეთესო საშუალება კიდევ უფრო კარგად გავაცნოთ ქართული ღვინო  ღვინის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან. გამოფენის ფარგლებში არაერთი დეგუსტაცია-პრეზენტაცია ჩატარდა, სადაც  მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ ღვინოს, ქართული ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებას, ღვინის დაყენების მეთოდებს. ასეთი დეგუსტაციები საშუალებას იძლევა  მომხმარებელმა არა მარტო დააგემოვნოს ღვინო, არამედ  დასვას კითხვები, მიიღოს მეტი ინფორმაცია, გაეცნოს სხვადასხვა მოსაზრებას“, – განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.

მუზეუმის სტუმრებისთვის გამართულ დეგუსტაციაზე ქართული ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებაზე, მევენახეობა-მეღვინეობის 8000 წლიან უწყვეტ ისტორიაზე და ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებზე, მათ შორის ქვევრის ღვინის უნიკალურობაზე ისაუბრეს ღვინის ექსპერტებმა ჯულია ჰარდინგმა და ერვე რომამ.

„საქართველოს წარმოჩენა ბორდოში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბორდო არის მეღვინეობის უდიდესი რეგიონი, სადაც ბევრი და კარგი ღვინო იწარმოება. ამ რეგიონს მეღვინეობის დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, არა იმაზე დიდი ხნის, ვიდრე საქართველოს. ჩემთვის დიდი პატივია გამოფენის ვიზიტორებს გავუზიარო ქართული ღვინის ხარისხის, მისი ხასიათის შესახებ მოსაზრებები“, – აღნიშნა გამართული პრეზენტაცია-დეგუსტაციის მნიშვნელობის შეფასებისას ჯულია ჰარდინგმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი მიწვეული ქვეყანაა, რომელმაც ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა და მუზეუმის საპატიო მასპინძელია.

კომენტარები

პრეზენტაცია საფრანგეთი ქალაქი ბორდო ქართული ღვინო 2017-10-16
Tags პრეზენტაცია საფრანგეთი ქალაქი ბორდო ქართული ღვინო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დიმიტრი ქუმსიშვილი და კობა გვენეტაძე სსფ-ში გერმანიის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ

შემდეგი სტატია

„გვაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეული ზეწოლა განხორციელდა ამ ადამიანებზე“

მსგავსი სტატიები

პრემია „საბას” გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

02 ოქტ 2017
მირზა სუბელიანი კვლავ გამოკითხვაზეა

მირზა სუბელიანი კვლავ გამოკითხვაზეა

09 ივნ 2018

პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

27 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • 500 ათასი დოლარი ჯილდო მიხეილ ხოდორკოვსკის დაკავებისათვის

    500 ათასი დოლარი ჯილდო მიხეილ ხოდორკოვსკის დაკავებისათვის

  • დავით ყაზარაშვილი: როდესაც ბრალდებულები აცხადებენ იმას, რომ თვალით არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი, აქვე ცრუობენ

    დავით ყაზარაშვილი: როდესაც ბრალდებულები აცხადებენ იმას, რომ თვალით არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი, აქვე ცრუობენ

  • მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: გუშინ ვითომ გახარებული სახეებით, რომ გამოვიდნენ …

    მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: გუშინ ვითომ გახარებული სახეებით, რომ გამოვიდნენ …

  • გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ

    გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ

  • ცვლილებები საარჩევნო კოდექსს კიდევ უფრო დემოკრატიულს გახდის

    ცვლილებები საარჩევნო კოდექსს კიდევ უფრო დემოკრატიულს გახდის

  • ბატონმა მიშელმა გვითხრა, რომ თქვენი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ მძიმე ვითარებაში, უკან მოსახედი გზა არ გქონდეთო

    ბატონმა მიშელმა გვითხრა, რომ თქვენი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ მძიმე ვითარებაში, უკან მოსახედი გზა არ გქონდეთო

  • ქუჩის აქციები უნდა გაგრძელდეს, ღარიბაშვილის ტონალობას რომ მოვუსმინეთ, ისევ ძალიან ხისტი იყო, კვლავ კუნთებზე იყურება

    ქუჩის აქციები უნდა გაგრძელდეს, ღარიბაშვილის ტონალობას რომ მოვუსმინეთ, ისევ ძალიან ხისტი იყო, კვლავ კუნთებზე იყურება

  • როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა, პრემიერის დღევანდელი რიტორიკა შემაშფოთებელია

    როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა, პრემიერის დღევანდელი რიტორიკა შემაშფოთებელია

  • პარლამენტის პიკეტირების და პროვოკაციების მცდელობა ნიშნავს, რომ ოპოზიცია არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის

    პარლამენტის პიკეტირების და პროვოკაციების მცდელობა ნიშნავს, რომ ოპოზიცია არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის

  • ღარიბაშვილის და უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებებმა დაგვანახა, რომ ისინი მოლაპარაკებების პროცესში სანდო არ არიან

    ღარიბაშვილის და უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებებმა დაგვანახა, რომ ისინი მოლაპარაკებების პროცესში სანდო არ არიან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge